20–23 ოქტომბერს ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ძილის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESRS) მასშტაბური კონგრესი - Sleep Europe 2026 გაიმართა

29 ოქტომბერი, 2026 სიახლეები 2 წთ საკითხავი

20–23 ოქტომბერს ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ძილის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESRS) მასშტაბური კონგრესი - Sleep Europe 2026 გაიმართა

20–23 ოქტომბერს ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ძილის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESRS) მასშტაბური კონგრესი - Sleep Europe 2026 გაიმართა.
კონგრესში მონაწილეობა მიიღო აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგმა და ძილის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა ელენე შენგელიამ (MD, PhD), რომელიც ასევე გახდა ძილის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESRS) სრულუფლებიანი წევრი.
Sleep Europe ძილის მედიცინის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ფორუმია, სადაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები წარადგენენ უახლეს კვლევებსა და კლინიკურ მიდგომებს ძილის დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
ელენე შენგელია, ასევე მიწვეული იყო ZOLL Itamar-ის (აშშ, ისრაელი) მიერ გამართულ სიმპოზიუმზე (Dinner Symposium). ღონისძიებაზე წარადგინეს ახალი თაობის მოწყობილობა WatchPAT 400, ხოლო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს ძილის აპნოეს დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომები და WatchPAT ტექნოლოგიის როლი კარდიოლოგიურ პაციენტებში.
ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ პაციენტებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება - განსაკუთრებით ძილის აპნოესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირის შეფასებაში. 🩵
გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი