მისია

ჩვენი მისიაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით - პრევენციული, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების სრული ციკლის მიწოდებით.

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას მრავალწლიანი გამოცდილებით, ევროპული ხარისხის სამედიცინო მომსახურებით და პაციენტზე ორიენტირებული, ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომით.

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელი გული აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, აღადგენს და ინარჩუნებს შრომისუნარიანობას, აძლევს ადამიანს დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ აძლიერებს ოჯახებს.