ჩაფიძის გულის ცენტრის კონფერენცია თემაზე "სარქვლოვანი კარდიოქირურგიის თანამედროვე ტენდენციები“
შაბათს, 15 ნოემბერს, 13.00 სთ-ზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ ჩატარდა კონფერენცია თემაზე "სარქვლოვანი კარდიოქირურგიის თანამედროვე ტენდენციები“.
პროგრამა:
13:00 - კონფერენციის გახსნა
გულნარა ჩაფიძე, ცენტრის გენერალური დირექტორი
13:20 - სარქვლის შემანარჩუნებელი ოპერაციები - 21-ე საუკუნის ოქროს სტანდარტი
ზვიად ბახუტაშვილი - ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
13:35 - მინიინვაზიური კარდიოქირურგიის უპირატესობები და პერსპექტივები
კახაბერ ლაცუზბაია - ცენტრის კარდიოქირურგი
13:50 - "მივიწყებული სარქველი“
ლია ჯანელიძე -ცენტრის ანესთეზიოლოგი
14:05 - მიტრალური სარქვლის რეკონსტრუქციული ოპერაციების ექომონიტორინგი
გერმანე ლომთათიძე - ცენტრის რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
14:20 - სარქვლოვანი პაციენტების პოსტოპერაციული მართვის კარდიოლოგიური ასპექტები
ეკატერინე საყვარელიძე - ცენტრის კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი
14:35 - იშვიათი და საინტერესო შემთხვევები ჩვენი ქირურგიული გამოცდილებიდან
ლაშა ბასილაძე - ცენტრის კარდიოქირურგი
14:50 - დისკუსია
15:10 - ფურშეტი