ნიტროგლიცერინი ყოველდღიურ ცხოვრებაში

მედიცინის დოქტორი კრისტინა გოლკე,
კლინიკური კარდიოლოგიის მთავარი ექიმი,

ბად-კროცინგენის გულის ცენტრი

ქვემოთ მოყვანილი ისტორია ძალიან გავს ასეთსავე უამრავ ისტორიას, რომელსაც ყვებიან პაციენტები ოჯახის ექიმთან ან კარდიოლოგთან ვიზიტის დროს.

„აფორიაქებულ ქალბატონს   დილის 4 საათზე გამოეღვიძა.  გაოფლიანებულს  გულისცემა გახშირებული ჰქონდა  და რაღაც უცნაურ მოჭერას  გრძნობდა გულმკერდის  არეში, უჭირდა სუნთქვაც.

-„რა საშინელი სიზმარი იყო! ნამდვილად ყველაფერი გაივლის!“ - გაიფიქრა მან.

რამოდენიმეჯერ ღრმად  ამოისუნთქა. იფიქრა, შვებას ვიგრძნობო, თუმცა ამაოდ, შეგრძნებას არ გაუვლია.

 მდგომარეობა გაუარესდა მოგვიანებით, როდესაც  ქალბატონი სარდაფის კიბეებზე ამოდიოდა სარეცხით  სავსე კალათით ხელში. უცნაური ტკივილი იგრძნო, თუმცა  ტკივილმა მაშინვე გაუარა, როგორც კი მძიმე კალათი დადო.

ქალბატონს მეუღლე   გაახსენდა, რომელმაც სულ ახლახანს გადაიტანა ინფარქტი. მას კარდიოლოგის რჩევით ყოველთვის თან დაჰქონდა ნიტროგლიცერინი.   ბოთლი მაგიდაზე იდო. ქალი ჩუმად ადგა და ბოთლიდან   ორი წვეთი დალია. რამოდენიმე წუთში შვება იგრძნო. ტკივილმაც თითქოს გაიარა, კანი კვლავ გაუშრა და  თავისუფლად სუნთქვა დაიწყო.

ეს ამბავი ქალმა  მეუღლეს უამბო. მეუღლე შეშინდა და დაარწმუნა,  მიემართა ოჯახის ექიმისათვის. მოისმინა რა ოჯახის ექიმმა ტელეფონით შემთხვევის შესახებ, მაშინვე დაუნიშნა კონსულტაცია პაციენტს.  კონსულტაციაზე მისულს  ჩაუტარა გამოკვლევები: გადაუღო ელექტროკარდიოგრამა, ჩაუტარა დატვირთვის ტესტი, თუმცა დატვირთვის ტესტის ჩატარების პროცესში ქალმა კვლავ იგრძნო ტკივილი გულის არეში. ტკივილის დაწყებისთანავე ოჯახის ექიმმა შეტყობინება უახლოეს კარდიოლოგიურ კლინიკას გადასცა, სადაც   პაციენტს  ჩაუტარდა სისხლძარღვების გამოკვლევა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში.

ტკივილის მიზეზი სწრაფად გამოიკვეთა:

- „გაგიმართლათ, რომ თქვენმა ოჯახის ექიმმა დროული რეაგირება მოახდინა; ერთ-ერთ მთავარ  სისხლძარღვში, რომელიც  მარცხენა პარკუჭს ამარაგებს,  გამტარობა საკმაოდ ცუდია. ჩვენ მოვახდენთ დაზიანებული სისხლძარღვის ბალონირებას და  ჩავდგამთ სტენტს.“

პროცედურის ჩატარებიდან მეორე დღეს ექიმმა პაციენტს  დანიშნულება და რეკომენდაციები მისცა. ექიმმა  განსაკუთრებული ყურადღება  ნიტროგლიცერინის გამოყენებაზე გაამახვილა.

- „ნიტროგლიცერინი თან უნდა იქონიოს ყველა პაციენტმა,   ვისაც  კორონარული დაავადება აწუხებს“ - აღნიშნა მან . – „ეს ეხება ასევე პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ნიტრატებით. ნიტროგლიცერინის სპრეი ან კაფსულები  გამოიყენება, აგრეთვე სტენოკარდიული შეტევებისას.“