გულნარა ჩაფიძე
"აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ გენერალური დირექტორი (1994 წლიდან). საქართველოს ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი
სამეცნიერო ხარისხები:
1962 - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი,
1976 - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
1987 - პროფესორი,
1994 - სამედიცინო აკადემიის პრეზიდენტი.
პროფესიული საზოგადოების წევრობა: საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების წევრი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი.
საუკუნის სახელის მფლობელი - ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის (2011).
წმინდა გიორგის ოქროს ორდენის მფლობელი - 24.07.2011 (სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით).
პუბლიკაციები: 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.