ქირურგიის დეპარტამენტი

აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მოზრდილთა გულის ქირურგიის განყოფილება ჩამოყალიბდა 2001 წელს და ყველაზე დიდია საქართველოში მსგავს განყოფილებებს შორის.

დაარსებიდან დღემდე დეპარტამენტის უფროსია საქართველოსა და ევროპაში კარგად ცნობილი ქართველი კარდიოქირურგი  პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი, რომლის ხელმძღვანელობით განყოფილებაში დასაქმებულია ოთხი დამოუკიდებელი ქართველი კარდიოქირურგი: ლაშა ბასილაძე, კახაბერ ბერია, კახაბერ ლაცუზბაია, ამირან ფრანგიშვილი (რომელთაც განათლება და პრაქტიკა მიღებული აქვთ ევროპის წამყვან ქვეყნებში) და ერთი გერმანელი გულ-სისხლძარღვთა ქირურგი, "ფრაიბურგ - ბად-კროცინგენის საუნივერსიტეტო გულის ცენტრის“ კარდიოქირურგიული განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ბატონი პიტერ ტოლენარი.

კვალიფიციური კადრების და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის გათვალიწინებით, განყოფილებაში შესაძლებელია დღეში 4-5 სხვადასხვა სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციის ჩატარება.

 ყოველწლიურად ცენტრში ტარდება 600-მდე სხვადასხვა სახისა და სირთულის ოპერაცია გულზე. განყოფილებას აქვს უდიდესი გამოცდილება მოზრდილთა გულის ქირურგიის მთელ სპექტრში: გულის სარქვლის პლასტიკა და/ან პროტეზირება, გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ოპერაციები, აორტის ოპერაციები (პლასტიკადა პროტეზირება), ანევრიზმის რეზექცია, გულის სიმსივნის (მიქსომა) ამოკვეთა, პერიკარდიოტომია, გულის სხვადასხვა ტრავმები.  

ცალკე გამოსაყოფია ცენტრში ჩატარებული მოზრდილთა გულის ქირურგიაში არსებული ურთულესი ოპერაციები:

ბენტალის პროცედურა: აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით და ხელოვნური მაქანიკური სარქველების "გრაფტ"–ის გამოყენებით;

იაკუბის პროცედურა: აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით და საკუთარი აორტის შენარჩუნებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2012 წლიდან ცენტრში ევროპაში ახლად დამკვიდრებული, მინიინვაზიური ოპერაციების დანერგვა გულის სხვადასხვა პათოლოგიისას.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მოზრდილთა გულის ქირურგიის განყოფილება ერთადერთია კავკასიის რეგიონში, სადაც გულის სხვადასხვა პათოლოგიის დროს ტარდება მინიინვაზიური ჩარევა:

     გულის სარქვლის პლასტიკა - მიტრალური, სამკარიანი სარქვლის პლასტიკა (ანულოპლასტიკა, კარედების პლასტიკა, ხელოვნური ქორდები).

     გულის სარქვლის პროტეზირება - მიტრალური, სამკარიანი სარქვლის (ერთი ან ორი სარქვლის) პროტეზირება (მექანიკური, ბიოლოგიური).

     გულის სიმსივნის (მიქსომა) ამოკვეთა.

აღნიშნული ოპერაციები გამოირჩევა:

  1. უფრო სწრაფი რეაბილიტაციით;
  2. სტანდარტული სტერნოტომიული მიდგომით - 8-10 დღე, მინიინვაზიური თორაკოტომიით -   5-7დღე;
  3. განაკვეთის ზომის სიმცირით და, შესაბამისად, ესთეტიური სილამაზით (სტანდარტული სტერნოტომიული მიდგომაა 30 სმ, მინიივაზიური თორაკოტომია – 10 სმ).

აკად. გ. ჩაფიძის გულის ცენტრის მოზრდილთა გულის ქირურგიის განყოფილებაში, დაარსებიდან 2014 წლამდე ჩატარებულია 4 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის კარდიოქირურგიული ოპერაცია და აღნიშნული მონაცემითა და მიღებული შედეგებით ცენტრი ერთ-ერთი ლიდერია არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.