რითმოლოგიის დეპარტამენტი

2012 წლის 1 სექტემბრიდან აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო რითმოლოგიურმა განყოფილებამ.

ამოცანები:

  • რითმოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება;
  • გულის რითმის დარღვევების მქონე პაციენტების მართვა სტაციონარში;
  • ამბულატორიული პაციენტების კონსულტირება;
  • პაციენტებისთვის სრულყოფილი რითმოლოგიური სერვისის შეთავაზება.

2012 წლის 23 ოქტომბერს კლინიკაში განხორციელდა მუდმივი კარდიოსტიმულატორის პირველი იმპლანტაცია. აღნიშნულ პროცედურას მალევე მოჰყვა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის, კარდიორესინქრონიზატორის იმპლანტაციები.

დღეისათვის კლინიკაში წარმატებით ხორციელდება ნებისმიერი ტიპის ანტიარითმიული მოწყობილობის იმპლანტაცია, ასევე – პაციენტების პოსტოპერაციული მართვა.

2013 წლიდან კლინიკაში დაწყებულია სუპრავენტრიკულური არითმიების ინვაზიური ელექტროფიზიოლოგიური კვლევები და რადიოსიხშირული აბლაცია (RFA).

სერვისების ჩამონათვალი:- მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია- რითმის ხანგრძლივი მონიტორის - მარყუჟოვანი ჩამწერის (Loop Recorder) იმპლანტაცია - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის (ICD) იმპლანტაცია- სამკამერიანი კარდიოსტიმულატორის - რესინქრონიზატორის იმპლანტაცია (CRT-P)- რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის (CRT-D) იმპლანტაცია- ტაქიარითმიების კარდიოვერსია (ელექტრული, ფარმაკოლოგიური)- ინვაზიური ელეტროფიზიოლოგიური კვლევა- არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია

პრაქტიკული მოღვაწეობის პარალელურად, რითმოლოგიური განყოფილების ექიმები რეგულარულად მონაწილეობენ კლინიკაში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე საქართველოს გულის რითმის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და შეხვედრებში.

განყოფილების პერსონალი:

  • კახაბერ  ეცადაშვილი - ექიმი კარდიოლოგი
  • ნიკოლოზ ქურიძე - ექიმი კარდიოლოგი
  • მანანა როსტიაშვილი - ექთანი