რეაბილიტაციის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ნონა დოლიძე
მედიცინის აკადემიური დოქტორი
ტელ.: +995 32 2 40 2 45 05 15
ელ-ფოსტა: dolidzenona@yahoo.de
2013 წლის სექტემბრიდან ცენტრში აქტიურად ფუნქციონირებს სრულიად ახალი მიმართულება - კარდიული რეაბილიტაცია, რომელიც მსოფლიოს სამი ყველაზე ავტორიტეტული კარდიოლოგიური ორგანიზაციის - ამერიკის გულის ასოციაციის, ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯისა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ყველაზე მაღალი - I კლასისა და A დონის რეკომენდაციებით არის ნაჩვენები. აღნიშნული საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველია უამრავი მეცნიერული მტკიცებულება, რომელთა მიხედვითაც მკურნალობის ეს არაფარმაკოლოგიური მეთოდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების კლინიკურ გამოსავალს.
ამ დროისათვის ცენტრში კარდიული რეაბილიტაცია ჩატარებული აქვს 200-მდე პაციენტს. იგი გულისხმობს დეკონდიცირებული და იმობილიზებული პაციენტის მობილიზაციას, ფიზიკურ აქტივაციასა და მის მიმართ ადაპტაციას კომპლექსური ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით, ერგოტრენინგებს. შედგენილია სპეციალური პროგრამები, რომელთა ძირითადი პრინციპი ფიზიკური თერაპიის კომპლექსურობაა, რაც გულისხმობს სხვადასხვა მექანიზმების მქონე მკურნალობის ფიზიკური მეთოდების მრავალფეროვნებას, თანმიმდევრულობასა და მონაცვლეობას თითოეული პაციენტის კლინიკური სტატუსის გათვალისწინებით. კარდიული რეაბილიტაციის პროგრამებს წარმართავს გერმანიის ქალაქ ბად კროცინგენის გულის ცენტრში ტრენირებული კარდიოლოგი და რეაბილიტოლოგი. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში კარდიორეაბილიტაცია, როგორც მკურნალობის რუტინული მეთოდი, უტარდება პაციენტებს თითქმის ყველა კარდიული პათოლოგია/ინტერვენციის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში კარდიული რეაბილიტაციის არც თეორიული და არც პრაქტიკული მიმართულება აქამდე არ არსებობდა. ამ დროისათვის ჩვენი ცენტრი ერთადერთია, სადაც აღნიშნული სამსახური აქტიურად ფუნქციონირებს და ვითარდება.