რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი
დეპარტამენტი შეიქმნა 2011 წელს. იგი ასრულებს ქვეყნის მასშტაბით, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე კარდიოლოგიური პაციენტების ნაკადების შესწავლის და ანალიტიკურ ფუნქციას.
მისი მიზანია კლინიკის პოპულარიზაცია და ამის ხარჯზე პაციენტების ცენტრში მოზიდვა როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ისე მოსაზღვრე ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, რუსეთი). დეპარტამენტი ატარებს სამუშაოს, რათა შესწავლილ იქნას, თუ რა ვითარებაა ამა თუ იმ რეგიონში კარდიოლოგიური პაციენტების მკურნალობისა თუ სხვა კონკურენტი კლინიკების ფუნქციონირების კუთხით, ირჩევს თანამშრომლობისათვის პრიორიტეტულ რეგიონებს, სადაც ჰყავს თავისი წარმომადგენლები. თანამშრომლობის გარკვეულ ეტაპზე დეპარტამენტი განსაზღვრავს სკრინინგ-ცენტრის გახსნის მიზანშეწონილობას, ადგილმდებარეობას და ხელს უწყობს მათ კოორდინირებულ მუშაობას.
ჩვენ ვირჩევთ თანამშრომლობისთვის რეგიონულ კლინიკებს და ორგანიზებას ვუწევთ პარტნიორი კლინიკების სამედიცინო პერსონალის ჩვენი ცენტრის ბაზაზე კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს, თავის მხრივ, დეპარტამენტის თანამშრომლები ხშირად მივლინებულნი არიან პარტნიორ კლინიკებში, რათა ადგილზე ყოველნაირად ხელი შეუწყონ ამ კლინიკების კარდიოლოგიურ სამსახურებში მაღალპროფესიული დონის დამკვიდრებას, პაციენტთა ინტეგრირებული დახმარებისა და მედპერსონალის უწყვეტი პროფესიული განათლების დანერგვას.
ჩვენ ვაწყობთ უფასო გასინჯვებს და ვავრცელებთ სარეკლამო საშუალებებს, ხელს ვუწყობთ ტელემედიცინის და ტელეკონსულტაციების ფართოდ დანერგვას რეგიონებში, დეპარტამენტის ფუნქციებშია სხვადასხვა რეგიონში არსებული და მოსალოდნელი ბიზნეს-საფრთხეების დროულად წარმოჩენა და სხვ.
დღესდღეობით საქმიანობას ვეწევით საქართველოს ბევრ რეგიონში (აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი). მომავალში დაგეგმილია საქართველოს მთელი ტერიტორიის მოცვა.
რეგიონებთან ურთიერთობისა დეპარტამენტი ცენტრის პოპულარიზაციის გზით ცდილობს მოსახლეობას დაანახოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უპირატესობა, რაც შედეგად საგრძნობლად ზრდის კლინიკაში შემოსულ პაციენტთა საერთო რაოდენობას.