ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული დეპარტამენტის სრული პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ალექსანდრე ალადაშვილი, რომელსაც გააჩნია ინვაზიურ კარდიოლოგიაში მუშაობის 30 წელზე მეტი გამოცდილება.

საკონტაქტო ტელ.:  2 402 317 (+148) / 2 402 322 (+148)
ელ-ფოსტა: alexalad98@yahoo.com

მუშაობის საათები:
გეგმიური პროცედურები - 0900-1800(ორშაბათი-პარასკევი),
სასწრაფო პროცედურები - ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით) 24 საათის განმავლობაში


მუშაობის ძირითადი მიმართულებები: გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებით მოზრდილი პაციენტების ინვაზიური მეთოდებით დიაგნოსტიკა და ინტერვენციული მკურნალობა.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს გააჩნია ინვაზიური კარდიოლოგიური პროცედურების ჩატარების უდიდესი გამოცდილება. აქ ჩატარდა საქართველოში პირველი კორონაროგრაფია (1997წ.) და კორონარული სტენტირება (1998 წ.). დეპარტამენტს გააჩნია 17,000-ზე მეტი კორონაროგრაფიისა და 5,000-ზე მეტი კორონარული სტენტირების გამოცდილება. საქართველოში ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის აღსანიშნავად ჩვენს თანამშრომლებს მიღებული აქვთ სახელმწიფო პრემია.

დეპარტამენტი აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტების დონის გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ორ ლაბორატორიას (რენტგენსაოპერაციოს), რომლებიც აღჭურვილია უახლესი მოდელის ანგიოკარდიოგრაფიული დანადგარებით (PHILIPSAllura FD 10C დაSiemens ARTIS ZEE). აღნიშნული დანადგარების გამოყენება უზრუნველყოფს პაციენტების რენტგენუსაფრთხოებას, უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური გამოსახულების მიღებას, რაც წარმოადგენს ზუსტი დიაგნოსტიკისა და კორონარული სტენტირების უსაფრთხოდ ჩატარების აუცილებელ წინაპირობას.

 

ცენტრში პაციენტების მომსახურების მაღალი პროფესიული დონის და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად ინვაზიური გამოკვლევის შედეგებს აფასებს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების - კარდიოლოგებისა და კარდიოქირურგების, (მათ შორის – 1 გერმანელი ექსპერტი, პროფ. ტოლენარი) - ჯგუფი. შესაბამისად, დასკვნები და რეკომენდაციები პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესახებ გამოირჩევა მაღალი ობიექტურობით და პროფესიული დონით. გერმანიის ერთ-ერთი ავტორიტეტული კარდიოლოგიური პროფილის დაწესებულება - ბად კროცინგენის გულის ცენტრი და მისი სპეციალისტები უზრუნველყოფენ სამსახურის მეთოდოლოგიურ დახმარებას, კონსულტაციებს და ჩატარებული ინვაზიური და ინტერვენციული პროცედურების შედეგების ხარისხის მონიტორინგს.





ალექსანდრე ალადაშვილი
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი
  •  საქართველოში პირველი კორონაროგრაფია (1997 წ)
  •  საქართველოში პირველი კორონარული სტენტირება (1998)
  •  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი
  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი