ტაირონ დევიდის ოპერაცია ბიკუსპიდური აორტალური სარქვლის დროს

21 ნოემბერი, 2018 სიახლეები 1 წთ საკითხავი

ტაირონ დევიდის ოპერაცია ბიკუსპიდური აორტალური სარქვლის დროს

ტაირონ დევიდის ოპერაცია, როდესაც პაციენტის სარქვლის რეინპლანტაცია და სისხლძარღვოვანი პროთეზის ჩაკერება ხდება, აქამდე სამკარიან აორტულ სარქველზე კეთდებოდა.

2018 წლის 18-20 ოქტომბერს, მილანში გამართულ ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის კონფერენციაზე (EACTS 2018, Milan)სპიკერთა მიერ წარმოდგენილი გახლდათ ვრცელი მასალა ამ ოპერაციის განსხვავებული ტექნიკით გაკეთების პერსპექტიკვაზე, უკვე ბიკუსპიდური აორტული სარქვლის დროს.

6 ნოემბერს კი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ზემოთაღნიშნული ახალი მეთოდით, პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის მიერ პირველი წარმატებული ოპერაცია გაკეთდა. 64 წლის პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს."

იხ. ბმული >https://www.youtube.com/watch?v=gGIOviJBY3U

გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი