კარდიოლოგთა საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული ჩაფიძის გულის ცენტრი გახდა

6 ნოემბერი, 2019 სიახლეები 1 წთ საკითხავი

კარდიოლოგთა საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული ჩაფიძის გულის ცენტრი გახდა

2019წლის 4-27 ოქტომბერს, “თბილისის გულის ცენტრის”, კლინიკა “გულის” და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით, კარდიოლოგთა საფეხბურთო ლიგა ჩატარდა.

ტურნირის მიზანი გახლდათ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კარდიოლოგიის კლინიკებს და მათ თანამშრომლებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება.


მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ლიგის გამარჯვებული ჩაფიძის გულის ცენტრის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში თბილისის მედიცინის ინსტიტუტს სძლია. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის (ი. ხოჭოლავა) და ბომბარდირის (ი. კალანდია) წოდებებიც ჩვენი გუნდის წევრებმა მოიპოვეს.




გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სახელით, მადლობას ვუხდით ტურნირის ორგანიზატორებს.

გულითადად ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს და ვუსურვებთ წარმატებებს როგორც სამედიცინო, ასევე სპორტულ ცხოვრებაში.

გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი