სისხლძარღვთა ქირურგია
სისხლძარღვთა დაავადებების - ანგიოლოგიის - მიმართულებით ჩაფიძის გულის ცენტრში ხორციელდება შემდეგი დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები:
დიაგნოსტიკური პროცედურები:
- მხარ-გოჯის ინდექსის განსაზღვრა;
- ფოტოპლეტიზმოგრაფია;
- მაგისტრალური არტერიებისა და ვენების დუპლექს-სონოგრაფია;
- პერიფერიული არტერიებისა და ვენების რენტგენოკონტრასტული კვლევა.
სამკურნალო ჩარევები:
- რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტასა და მის ტოტებზე (მათ შორის - ანევრიზმის ლიკვიდაცია და პროთეზირება);
- საძილე არტერიიდან ენდარტერექტომია ინსულტის პრევენციის მიზნით;
- პერიფერიულ არტერიებზე რეკონსტრუქციული ოპერაციები მაობლიტირებელი დაავადებების დროს;
- "დიაბეტური ტერფის“ კომპლექსური მკურნალობა;
- ვენური და ლიმფური სისტემების დაავადებების კონსერვატულიდა ქირურგიული მკურნალობა;
- პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებების ენდოვასკულური მკურნალობა (ბალონირება, სტენტირება, ემბოლიზაცია)
სამსახურის ხელმძღვანელია ცენტრის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი.