კარდიოლოგია
კარდიოლოგიური დეპარტამენტი ატარებს ყველა სახის დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს და არაქირურგიულ მკურნალობას გულის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებული პაციენტებისთვის. კარდიოლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობას გადიან პაციენტები ისეთი ნოზოლოგიებით, როგორიცაა
- მიოკარდიუმის ინფარქტი
- სტენოკარდია
- გულის რითმის მოშლა
- არტერიული ჰიპერტენზია
- გულის მანკები
- ენდოკარდიტი
- მიოკარდიტი
- პერიკარდიტი
- სხვა კარდიოლოგიური პათოლოგიები
კარდიოლოგიური დეპარტამენტის ექიმები და კლინიკაში არსებული კონსულტანტები უზრუნველყოფენ ისეთი თანხმლები დაავადების ადექვატურ და მაღალპროფესიულ მართვას, როგორიცაა:
- შაქრიანი დიაბეტი,
- ფილტვების ქრ. ობსტრუქციული დაავადება,
- პნევმონიები,
- პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები,
- რევმატული დაავადებები და სხვ.
კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: სოფიო უნგიაძე
განათლება 2004 წელს დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სამკურნალო ფაკულტეტი. 2005-2008 წლებში გახლდათ უმცროსი ექიმი. 2015 წელს სწავლა განაგრძო თბ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში (მედიცინის ფაკულტეტი, დოქტორანტურა).
სამუშაო გამოცდილება ჩაფიძის კლინიკაში სხვადასხვა დროს მუშაობდა გადაუდებელი დახმარების, კარდიოლოგიის და ამბულატორიულ დეპარტამენტებში. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს კარდიოლოგად (Co-Investigator) - მრავალცენტრული ორმაგი ბრმა რანდომიზირებულ კვლევებში, 2016 წლიდან კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
ლიცენზიები 2004 წ. ექიმი (თბ. სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი) 2008 წ. კარდიოლოგი - (საქ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ გაცემული სერთიფიკატი)
წევრობა 2013 წ. ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია (ESC), 2014 წ. საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია (GSC), 2015 წ. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გულის უკმარისობის ასოციაცია (HFA).
ტრენინგები, სერთიფიკატები 2009-2013 წ. "Good Clinical Practice for Investigators" GCP, 2010 წ. ინტენსიური თერაპიის და ქირურგიის დეპარტამენტი. კორონარული და სარქვლოვანი დაავადების მქონე პაციენტების პრეოპერაციული მომზადება, პოსტოპერაციული მართვის კურსი. ბად-კროცინგენის გულის ცენტრი, გერმანია. 2012 წ. გულის სარქვლოვანი დეფექტის მქონე პაციენტების ამბულატორული მართვა. ფრაიბურის საუნივერსიტეტო კლინიკა-ბად-კროცინგენის გულის ცენტრი, გერმანია
კლინიკური კვლევები, პროექტები 2009 წ. ექიმი მკლევარი (Co-Investigator) Topcat, Plato, Champion, Antera, Redeem, ATPCI, LEAP. 2012 წ. ტრენინგის ხელმძღვანელი - გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობების პრეოპერაციული მართვა, საქართველო.