26 სექტემბერს, "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ საკონფერენციო დარბაზში, "სამედიცინო სამართლის ასოციაციის“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა თბილისში არსებული 25-მდე კლინიკის ხელმძღვანელები და იურისტებები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამედიცინო სამართლის სფეროში არსებული პრობლემები და ხარვეზები. მხარეებმა იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
ასოციაცია მადლობას უხდის სამუშაო შეხვედრაში მონაწილე პირებს და მათ მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დაწესებულებებს.