
პრაქტიკებთან ერთად ტრენინგი Itamar -Medical-ის ოფისში შემდეგ საკითხებზე:
- ენდოთელის ფუნქციის გამოკვლევის EndoPAT ჩვენებები; თანამედროვე ტექნოლოგია; ჩართულობა საერთაშორისო კვლევებში.
- ძილის აპნოეს კვლევა WatchPAT; მისი აქტუალობა; ჩვენებები; ჩართულობა საერთაშორისო კვლევებში.
- აპარატურისა და სახარჯი მასალის დამზადების ტექნოლოგია.
- აღნიშნული აპარატურის მსოფლიო მოხმარების სტატისტიკა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ქ-ნი ელენე შენგელია მუშაობს ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასებზე (ინოვაციური, უსაფრთხო, არაინვაზიური გამოკვლევის მეთოდი, როგორც დიდი ასევე პატარა არტერიების ენდოთელიუმის ფუნქციის შეფსებისთვის) აპარატ EndoPAT2000-ით, რომელიც ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენთან, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრშია შესაძლებელი.
ენდოთელიუმის დისფუნქცია ჩართულია მრავალი დაავადების განვითარების პროცესში, ისეთები როგორიცაა: გულის მკვებავი სისხლძარღვების დაავადება,
ცერებროვასკულური დაავადებები (იშემიური ინსულტი/ტრანზიტორული იშემიური შეტევა), ერექტიული დისფუნქცია, მეტაბოლური სინდრომი, პრე-ეკლამპსია, თირკმლის უკმარისობა, ძილის აპნოე, კლაუდიკაცია, განგრენა და ა. შ.