მხარ-გოჯის ინდექსის განსაზღვრა

მხარ-გოჯის ინდექსის განსაზღვრა

რა არის და როდის გვჭირდება მხარ-გოჯის ინდექსის განსაზღვრა?


მხარ-გოჯის ინდექსი – სწრაფი, არაინვაზიური პირველადი კვლევაა, რომლის მეშვეობითაც  ფასდება კიდურებზე სისხლის მიმოქცევის ადექვატურობა.
ის გვაძლევს ინფორმაცია არის თუ არა დაზიანებული, ან შევიწროებული სისხლძარღვები კიდურებზე, ხომ არ ჩამოყალიბებულა პერიფერიული არტერიების დაავადება;

მხარ–გოჯის ინდექსი წარმოადგენს ქვემო კიდურის სისტოლური არტერიული წნევის ფარდობას ზემო კიდურის სისტოლურ არტერიულ წნევასთან. მისი მეშვეობით ვიღებთ წარმოდგენას, თუ რა რაოდენობით სისხლი მიეწოდება ქვემო კიდურებს.


კვლევა გრძელდება რამდენიმე წუთი არ საჭიროებს დამატებით მომზადებას.


კვლევა რეკომენდებულია


თუ  აღინიშნება ქვემო კიდურების ტკივილი სიარულის დროს ან პაციენტს აქვს პერიფერიული არტერიების დაავადების განვითარების შემდგომი რისკ-ფაქტორები:

  • მწეველობა
  • დიაბეტი
  • მაღალი არტერიული წნევა
  • მაღალი ქოლესტეროლი
  • სისხლის მიმოქცევის შეზღუდვა (ათეროსკლეროზი) სხეულის სხვა ნაწილებში

ნორმაში მხარ–გოჯის ინდექსი მერყეობს 0.9-1.2-ის ფარგლებში. მხარ – გოჯის ინდექსის 0.9-ზე  დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს არტერიულ დაავადებაზე, ძირითადად აორტის, ან ქვემო კიდურის სისხლძარღვების ობსტრუქციულ პროცესზე, რისი მიზეზიც უმეტეს შემთხვევაში ათეროსკლეროზული დაზიანებაა.

მხარ–გოჯის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი > 1.2, ასევე პათოლოგიური ცვლილების მაჩვენებელია და ძირითადად მიუთითებს არტერიების კედლის კალციფიკაციაზე და ელასტიურობის დაქვეითებაზე.

ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით ექიმ-სპეციალისტმა შეიძლება გირჩიოთ:

  • ცხოვრების წესის შეცვლა
  • მედიკამენტური მკურნალობა
  • ქირურგიული მკურნალობა

დაგვიმეგობრდით

trance