რას გვირჩევენ კარდიოლოგები შემოდგომაზე

რას გვირჩევენ კარდიოლოგები შემოდგომაზე

როგორც მოგეხსენებათ, სიკვდილიანობის ლიდერი მსოფლიოში გული-სისხლძარღვთა დაავადებებია, რომელიც ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გულის დაავადებების გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გენეტიკური წინაპირობაა.  დაავადებების წარმატებით გამკლავებაში კი მნიშვნელოვანი როლი მის დროულ აღმოჩენას და სწორ მკურნალობას მიუძღვის. მიუხედავად ამისა, როგორც წესი საზოგადოების დიდი ნაწილი კარდიოლოგის კონსულტაციას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს ხოლმე.


კარდიოლოგებს გულის პრობლემებით ყველაზე ხშირად შემოდგომაზე სტუმრობენ. რატომ? ზაფხულის შემდეგ სიცივის დადგომასთან ერთად სისხლძარღვები კვლავ ვიწროვდება, რა დროსაც ორგანიზმში სწრაფი ცვლილებების გამო გულის დაავადებებიც ვლინდება.კარდიოლოგები გვირჩევენ, რომ განსაკუთრებით ამ დროს უნდა ავირიდოთ თავიდან სტრესი და ფიზიკურ გადაღლა. როგორც წესი, სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები სიგარეტს უფრო ხშირად ეწევიან, ალკოჰოლს ეტანებიან, ჭარბად ღებულობენ საკვებს, ფიზიკურ აქტივობას უკლებენ-ასეთი ცხოვრების წესის მქონე ადამიანები კი გულის შეტევის პირდაპირ რისკ-ფაქტორებს განეკუთვნებიან.


გულის ტკივილი განსხვავებულია. ამ დროს ტკივილთან ერთად პაციენტი შიშს და ჰაერის უკმარისობას გრძნობს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში ინფარქტის შემთხვევები გახშირდა და სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდებს უფრო უჭირთ ინფარქტის გადატანა. ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა.

ამერიკის გულის ასოციაციას პირდაპირ აქვს მოცემული, რომ ფიზიკური დატვირთვა 30 წუთის განმავლობაში, კვირაში 5 დღე, ჯანმრთელი ადამიანისთვის აუცილებელია. მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება-აუცილებელია ბოსტნეულის და ხილის მიღება, ასევე კვირაში ორჯერ თევზის მიღება. გულისთვის კარგია თხილეული და რძის ნაწარმი (ცხიმის გარეშე)

დაგვიმეგობრდით

trance