19 სექტემბრიდან

19 სექტემბრიდან "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტის" ონლაინ კურსი დაიწება

პროგრამა აკრედიტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

კურსის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;

  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;

  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.

  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა

  • ადამიანური რესურსების მართვა

  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა

  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

  • ჯანდაცვის მარკეტინგი

  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა

  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;

  • საექთნო საქმე;

  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები.

  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
    ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა.

  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;

  • ქეისების განხილვა;

  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

მოწვეული ლექტორები:

თენგიზ ვერულავა - მედიცინის დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მეცნიერების და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ოთარ ვასაძე - მედიცინის დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კახაბერ ჯაყელი - ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;

ზურაბ ნიპარიშვილი - სამედიცინო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

იოსებ მამუკელაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, "საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე

ქეთევან გარსევანიშვილი - საქართველოს  საექთნო ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მთავარი ექთანი.

ხათუნა ყიფიანი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სააფთიაქო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბახვა კიკილაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტი;

ოთარ ჩოკოშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ეპიდემიოლოგი.

მანანა დონჯაშვილი - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სტატისტიკოსი

კურსი ჩატარდება ონლაინ, სალექციო დღეები: შაბათი და კვირა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. კურსის ხანგრძლივობა 6 დღე (3 შაბათ-კვირა)

დაწყების თარიღი: 19 სექტემბერი
დასრულების თარიღი: 4 ოქტომბერი


კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი. გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://chapidze.ge/aboutus/269--.html

დაგვიმეგობრდით

trance