თათია გეთია სოციალურ ქსელ "Facebook" გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში 2011 წლის ამბავს იხსენებს. მაშინ, როდესაც მისი ოჯახის წევრს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ პაციენტის გადარჩენის შანსს სხვადასხვა ექიმები 1%-ით აფასებდნენ.
"ცხოვრებაში არსებობს ისეთი მომენტები, რომ შეიძლება ერთ დღეში ან ძალიან გაიზარდო ან პირიქით ძალიან დაპატარავდე. მე 9 წლის წინ ამ დღეს გავიზარდე, იმაზე დიდი ვიდრე დღეს ვარ... სექტემბერი ჩემი თვეა, ძალიან ჩემი თვე. მე ერთხელ დავიბადე ამ თვეს, დედა მეორედ. ვინც მიცნობს ძალიან დიდი ხანია, ზუსტად მიხვდება რის დაწერას ვცდილობ... თუმცა გამოგიტყდებით, ძალიან რთულია ყველა იმ გრძნობას მოუყარო თავი რაც 9 წლის წინ მქონდა. განა იმიტომ რომ არ მახსოვს როგორ ვიყავი, არა პირიქით, ყველაფერი მახსოვს, უბრალოდ რთულია გადმოსცე ყველა ის განცდა რაც მაშინ მქონდა....
9 წლის წინ, 2011 წლის 16 სექტემბრამდე ყველა ექიმი უარს ამბობდა დედას ოპერაციაზე. როგორ მახსოვს ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, 20 წლის, სრულიად მარტო დავდიოდი ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში დაფინანსებისთვის... ერთი ექიმიდან მეორე ექიმთან სანუგეშოს მოსასმენად.. თურმე არსებობენ ექიმები, რომლებსაც იქვე შეუძლიათ მოგკლან სიტყვით... ერთმა ექიმმა, რომელიც მომენტალურად ძალიან შემძულდა ასეთი სიტყვები მითხრა:-დედაშენს ოპერაცია არ უნდა გაუკეთო. არ გირჩევნია 2 წელი გყავდეს გვერდით, ვიდრე ოპერაციის დღეს გარდაიცვალოს? გადარჩენის შანსი გაქვთ 1%. არ ვიცი რა ძალამ შემაჩერა, რომ იმ ქალისთვის რამე ცუდი არ მეთქვა ან მექნა.... თუმცა დღეს არ მინდა მსგავს ექიმებზე ბევრის წერა. 1%-ს ჩავებღაუჭეთ მთელი ძალით მე და ჩემი ოჯახი. იმ დროს უფრო მე, დედა და ჩემი პატარა ძმა.
ძალიან გვჯეროდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა. დედას კი, თავისი ქირურგიდან გამომდინარე განსაკუთრებით, გაასმაგებულად ჰქონდა გადარჩენის კი არა, კარგად ყოფნის იმედი... რწმენა... ზუსტად იცოდა, რომ რადგან ბატონმა ზვიადმა მომკიდა ხელი აუცილებლად კარგად ვიქნებიო. აღარაფერს ვამბობ მასზე თავდადებულ მკურნალ ექიმზე, ქალბატონ დოდო ნაფეტვარიძეზე, რომელიც მთელი გულით ვგულშემატკივრობდა, ჩვენთან ერთად იბრძოდა და არ შეუშინდა რისკს - მას სჯეროდა, რომ დედა უნდა გადაერჩინა. არ ვიცი რამდენად გამომოვა აქ იმ მადლობების გადახდა, რომელიც მინდა გადავუხადო ქალბატონ დოდოს, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ახლობელი იყო მაგ მომენტში, რომელმაც დიდი ბრძოლის შემდეგ შეძლო კლინიკის დათანხმება ურთულეს და ძალიან სარისკო ოპერაციაზე.

ასევე უდიდესი მადლობა ბატონ ზვიადს, რომელიც დათანხმდა და მთელი 8 საათი ცდილობდა დედაჩემის გულის "შეკეთებას. ასეთი პროფესიონალები იშვიათია ალბათ მთელ მსოფლიოში და მიხარია რომ ასეთ გამონაკლისებს საქართველოში-ჩვენთანაც ვხვდებით. დიდი მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ყველას, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა 9 წლის წინ ჩვენს გადარჩენაში. იცით, როგორი რთულია 20 წლის ასაკში გადაწყვიტილება მიიღო დედის სიცოცხლესთან დაკავშირებით? ძალიან რთული!
გისურვებთ, რომ არცერთ ასაკში არ გამოცადოთ და თუ გამოცდით აუცილებლად სიკეთით დასრულებულიყოს. მეორედ დაბადებას და 9 წლის იუბილეს გილოცავ დედიკო. დიდხანს იყავი ჯანმრთელი და ბედნიერი!"