5 საინტერესო ფაქტი გულის შესახებ

5 საინტერესო ფაქტი გულის შესახებ

1. დღის განმავლობაში გული (86 000-დან–144 000-მდე) ცემს. ერთი წლის განმავლობაში, 30-50 მილიონჯერ. გეთანხმებით, ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთი ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს!

2. ალბათ გსმენიათ, რომ ადამიანის გული მუშტის ზომისაა. როდესაც ვუყურებთ ახალდაბადებულ ბავშვს ან მოზრდილს, მისი შეკრული მუშტი ძალიან გვეხმარება ნათლად წარმოვიდგინოთ მისი გულის ზომა.

3. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირდება, ეს ვიცით. ლეტალური შედეგი ხშირ შემთხვევაში გულის შეტევის შედეგად დგება. ამერიკელმა მკვლევარების საინტერეო ინფორმაციას გვიზიარებენ: სამსახურში დაბრუნების მოლოდინში გაზრდილი სტრესის ან შაბათ–კვირის განმავლობაში ჩვეულებრივზე მეტი დალევის ტენდენციის გამო, ორშაბათი, "გულის შეტევისთვის“ ყველაზე "კომფორტული“ დღეა.

4. გულისცემა და არტერიული წნევა ძილის დროს ეცემა. გულს აქვს ყოველდღიური რიტმი, რომელიც უთანაბრდება ჩვენს ძილის ციკლს. ღამის განმავლობაში, ჩვენი გულისცემა შეიძლება შემცირდეს წუთში 40 დარტყმამდე. ეს რიტმი მნიშვნელოვანია ჩვენი გულისთვის, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც ძილის პრობლემა აქვთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებული რისკის ქვეშ არიან

5. პირველი წარმატებული ოპერაცია ღია გულზე 1893 წელს, დენიელ ჰეილ უილიამსმა გააკეთა. ის Provident Hospital and Training School Association-ში მუშაობდა და მიიღო პაციენტი, რომელსაც გულში დანა ჰქონდა ჩარტმული. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ექიმმა უილიამსმა მიიღო განსაკუთრებული გადაწყვეტილება გულის ღია ქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად - პირველად მედიცინის ისტორიაში. მან შეკერა პერიკარდიუმი. 51 დღის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა და დენიელ ჰეილ უილიამსმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი მსოფლიო მედიცინის ისტორიაში

დაგვიმეგობრდით

trance