კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი უმაღლესი კატეგორიის მედალი, ჯილდო და სიგელი (არა მხოლოდ საქართველოში).
გულიკო ჩაფიძე 1930 წლის 4 ნოემბერს, ქ. თბილისში დაიბადა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა 1955 წელს.
1954–1958წწ. იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი;
1958–1961წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი;
1962-1963წწ. საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1963-1975წწ. ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1962-1964წწ. კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი;
1965-1994წწ. თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი;
1989 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი;
1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი (პატენტირებული);
1994-2014წწ. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი;
2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი.
ავტორია 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორისაა: ამერიკა, გერმანია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ავსტრია.
8 საკანდიდატო, 3 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი; საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1962 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება".
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ყველა თანამშრომლის სახელით ვულოცავთ ქ-ონ გულიკოს 90 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას.