ცენტრში მომზადებული კვლევის შედეგები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

ცენტრში მომზადებული კვლევის შედეგები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული კვლევის "Factors that influence tobacco use in Georgian youth" შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში "Malta Medical Journal".


ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.


ნაშრომის ავტორები არიან: რევაზ ჯორბენაძე (მედიცინის დოქტორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი), თენგიზ ვერულავა (მედიცინის დოქტორი, პროფესორი), დავით ნემსაძე (სოციოლოგიის მაგისტრი), ბექა დანგაძე (ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი)

სტატიის ელექტრონული მისამართია:

http://mmsjournals.org/index.php/mmj/article/view/275/937

კვლევის მიზანს შეადგენდა იმ თვისებათა და ფაქტორთა გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში. კვლევა  ჩატარდა თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის სიღრმისეული ინტერვიუს პრინციპით, არაშემთხვევითი შერჩევის გზით შერჩეულ ახალგაზრდებში. კვლევის შედეგები ადასტურებენ, რომ რესპონდენტების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს არასრულწლოვან ასაკში. თამბაქოს მოხმარების დაწყებისადმი გადამწყვეტი როლი ახლო სოციუმმა ითამაშა. ახალგაზრდებში უფრო დადებითად აღიქმება თამბაქოს მოხმარება ვიდრე უარყოფითად. რესპოდენტებმა თამბაქოს მოხმარება პირველად მეგობრებისა და კლასელების წრეში დაიწყო. იმის მიუხედავდ, რომ ახალგაზრდების ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებდა თამბაქოს მოხმარებაზე, ისინი ამ ქცევას მაინც აგრძელებდნენ. ახალგაზრდები საკუთარი პიროვნული მომწიფების სადემონსტრაციოდ მოიხმარენ თამბაქოს, ამგვარი ქცევა სხვაზე ორიენტირებულია და ახდენს იმის აფიშირებას, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი და ზრდასრული წევრები არიან, ემსახურება სხვათა მიმართ მათი ქცევითი, ნებითი თუ ვიზუალური მხარის დადებითი რეპუტაციის შექმნის მიზანს. მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშეწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში "თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.

თენგიზ ვერულავა

მედიცინის დოქტორი, პროფესორი,

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დაგვიმეგობრდით

trance