20 თებერვლიდან ონლაინ სასერთიფიკატო კურსი

20 თებერვლიდან ონლაინ სასერთიფიკატო კურსი "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" იწყება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიისც ცენტრი აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი".


პროგრამა აკრედიტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

კურსის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:


  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;

  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;

  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.

  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა

  • ადამიანური რესურსების მართვა

  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა

  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

  • ჯანდაცვის მარკეტინგი

  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა

  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;

  • საექთნო საქმე;

  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები.

  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
    ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა.

  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;

  • ქეისების განხილვა;

  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

მოწვეული ლექტორები:


  • თენგიზ ვერულავა - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მეცნიერების და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

  • ოთარ ვასაძე - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

  • კახაბერ ჯაყელი, ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;

  • ზურაბ ნიპარიშვილი - სამედიცინო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

  • იოსებ მამუკელაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, "საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე

  • ქეთევან გარსევანიშვილი - საქართველოს  საექთნო ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მთავარი ექთანი.

  • ხათუნა ყიფიანი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სააფთიაქო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

  • ბახვა კიკილაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტი;

  • ოთარ ჩოკოშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ეპიდემიოლოგი.

  • მანანა დონჯაშვილი - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სტატისტიკოსი

კურსი ჩატარდება ონლაინ, სალექციო დღეები: შაბათი და კვირა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. კურსის ხანგრძლივობა 6 დღე (3 შაბათ-კვირა)


დაწყების თარიღი: 20 თებერვალი
დასრულების თარიღი: 7 მარტი


კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი. გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://chapidze.ge/aboutus/269--.html

დაგვიმეგობრდით

trance