2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო კომპიუტერული ტომოგრაფი SIEMENS SOMATOM DEFINITION EDGE G-1687 ოქროს სტანდარტია სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებისთვის
მძლავრი რენტგენის მილაკი საშუალებას გვაძლევს სწრაფად მივიღოთ 384 რეკონსტრუქციული შრე/ჭრილი, რაც უზრუნველყოფს მაღალი დონის გამოსახულებას ულტრადაბალი დასხივების (ჩვეულებრივ რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე ნაკლები) ფონზე.
დანიშნულება:
- გულის კორონარული არტერიების სანათურის გამავლობის შეფასება (შევიწრობის ხარისხის პროცენტული განსაზღვრა).
- გულის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული ფოლაქების ხასიათის და ტიპის დიფერენცირება (ლიპიდური, ფიბროზული, კალცინირებული).
- გულის კორონარული არტერიების ზოგად მოცულობაზე კალცინირებული ათეროსკლეროზული ფოლაქების გადანაწილების კოეფიციენტი (Calcium Scoring).
- სტენტის სანათურის გამტარიანობის შეფასება და მონიტორინგი.
- იმპლანტირებული სისხლძაღვების (შუნტების) გამტარიანობის შეფასება და მონიტორინგი.
- კორონარული არტერიების არაათეროსკლეროზული პათოლოგიების დიაგნოსტირება (ტრამვა, ანევრიზმული დილატაცია, დისექცია, მუსკულარული დისპლაზია ანთებითი და თანდაყოლილი დაავადებები).
- გულის ფუნქციონარული გამოკვლევა. მარცხენა პარკუჭის მოცულობის განსაზღვრა ვოლუმეტრია.
- გულის კუნთის-მიკარდიუმის შეფასება. (სხვადასხვა სახის კარდიომიოპათიები, თანდაყოლილი ანომალიები, ანთებითი პათოლოგიები, ძგიდის დეფექტი, ანევრიზმა, ფიბროზი, დისპლაზია, ჰიპერტორფია).
- გულის სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტირება.
- გულის სარქვლოვანი აპარატის ანატომიური სტრუქტურების (მიმოხილვითი) შეფასება.
- ინტრაკარდიული თრომბული მასების ვიზუალიზაცია.
- პერიკარდიუმის ანთებითი და არაანთებითი პათოლოგიების დიაგნოსტირება.
- გულის მაგისტრალური სისხლძარღვების (ფილტვის არტერიის, აორტის, ფილტვის ვენების) თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების დიაგნოსტირება.
- გაურკვეველი ტკივილი ან დისკომფორტი.
- სკრინინგი.
ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით საინფორმაციო სამსახურში 2 40 23 17თბილისი, ნინო ჯავახიშვილის ქ.№1,www.chapidze.ge
#თანამედროვეკარდიოლოგია #კომპიუტერულიტომოგრაფია #გულისკატე