შეხვედრა საექთნო საქმის პროგრამის სტუდენტებთან

შეხვედრა საექთნო საქმის პროგრამის სტუდენტებთან

"გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ მთავარი ექთანი, ქეთევან გარსევანიშვილი და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თეონა გორგაძე საზოგადოებრივი კოლეჯ "პანაცეას“ საგანმანათლებლო პროგრამის, საექთნო საქმის პირველკურსელ სტუდენტებს შეხვდნენ.

ქეთევან გარსევანიშვილმა, რომელიც ამავე დროს "საქართველოს ექთნების ასოციაციის“ პრეზიდენტია, ახალგაზრდა კოლეგებს პირადი გამოცდილება გაუზიარა, ასევე ასოციაციის და "ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ბაზაზე მომზადებული საექთნო მოვლის პრაქტიკებთან დაკავშირებული ლიტერატურა გადასცა.

თეონა გორგაძემ კი ზოგადად საექთნო სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც განუზომლად დიდია და მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად, ინდივიდუალურად განსაკუთრებულ, პიროვნულ თვისებებსაც მოითხოვს:

"გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში" ჩატარებული პაციენტის სამედიცინო მომსახურებით ხარისხით კმაყოფილების კვლევები აჩვენებს, რომ ცენტრის წარმატებით ფუნქციონირებაში საექთნო სამსახურს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ეს რა თქმა უნდა შემთხვევითობა არ გახლავთ და იმ რუტინული შრომის შედეგია, რომელსაც ცენტრის საექთნო სამსახური ყოველდღიურად ეწევა" - აღნიშნა მან.



დაგვიმეგობრდით

trance