რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღებში

რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღებში

ზაფხული და მზის სხივები დასვენებასთან და კარგ განწყობასთან ასოცირდება, თუმცა გარემო პირობებში მაღალ ტემპერატურას ადამიანის ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტი აქვს.

ამ მხვრივ, განსაკუთრებულად მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. 

რა თქმა უნდა ყველაზე მარტივი რეკომენდაციაა თავი ავარიდოთ და ვაკონრტოლოთ მზის სხივების მოხვედრის ინტენსივობა და ხანგრძლივობა, თუმცა ბოლო დღეებში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურა დახურულ სივრცეში ე.წ. "სათბურის ეფექტს" ქმნის და უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გული ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, მისი ფუნქციაა ორგანოების და ქსოვილების სისხლით, საკვები ნივთიერებებით, ჯანგბადით მომარაგება. გარემო ტემპერატურის მატების დროს, ის თავის ფუნქციას ორჯერ უფრო ძლიერად ასრულებს, ცდილობს მეტი სისხლის მიაწოდოს სხეულის ზედაპირს და უზრუნველყოს ე.წ. თვითგაგრილება. როდესაც გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებთან გვაქვს საქმე, ეს უნარი მოშლილია და სავსებით შესაძლებელია, მაღალმა ტემპერატურის ზემოქმედება გამოიხატოს შემდეგ სიმპტომებში: ცხელება, გულის-რევის შეგრძნება ან/და ღებინება, თავბრუსხვევა და სხვ. მნიშვნელოვანია რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება, ვუზრუნველყოთ ნორმალური ტემპერატურის პირობებში სწრაფად მოთავსება და მივმართოთ ექიმს. 

      რეკომენდაციები:

  • მაღალი ტემპერატურის პირობებში ორგანიზმში მიმდინარეობს დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა), ამ დროს აუცილებელია სითხის (ჩვეულებრივი ან მინერალური წყლის) მიღება - დღეში 2 ლიტრი მაინც.
    შენიშვნა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ჭარბი რაოდენობით წყლის მიღება რეკომენდებული არ არის. სითხის დაკარგვა/მიღების ბალანსისთვის იყავით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
  • თავი შეიკავეთ კოფეინის და ალკოჰოლის შემცვლელი სასმელების მიღებისგან, ეს პროდუქტები ზრდიან დეჰიდრატაციის ხარისხს.
  • აუცილებელია მოვერიდოთ მაღალი ტემპერატურის გარემო პირობებს. მაქსიმალურად შევზღუდოთ ფიზიკური აქტივობა ასეთ დროს. მცირე ფიზიკური დატვირთვა შეიძლება დილით ადრე, საღამოს და შენობაში, სადაც არის კონდიცირება.ვეცადოთ რომ შევიმოსოთ ნატურალური ქსოვილის ღია ფერის სამოსით.
  • საკვები რაციონი შევავსოთ ხილით და ბოსტნეულით, რომელიც მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტებით (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი მაგნიუმი)

    "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი" გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს!

დაგვიმეგობრდით

trance