გულის სისხლძარღვების კალციუმის ინდექსის განსაზღვრა ტარდება მაღალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით, წარმოადგენს კვლევის არაინვაზიურ მეთოდს, მიმდინარეობს დაბალი დასხივების ფონზე და არ საჭიროებს ი/ვ საკონტრასტო ნივთიერებას. კვლევის ხანგრძლივობა 5 წთ.
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ:
- შაქრიანი დიაბეტი
- მაღალი არტერიული წნევა
- ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა
- ცხოვრების არადინამიური სტრესული წესი
- ჭარბი წონა
- თამბაქოს მოხმარება
- დატვირთული მემკვიდრული ანამნეზი
კვლევის მიზანს წარმოადგენს:
- გამოავლინოს, ან უარყოს კალცინირებული ათეროსკლეროზული ფოლაქების არსებობა
- კალცინირებული ათეროსკლეროზული ფოლაქების სიმკვრივის, ზომისა და კონფიგურაციის განსაზღვრა
- კორონალური არტერიების დაზიანების ლოკალიზაციის დადგენა
- კორონალური არტერიების დაზიანების ფართობისა და მასშტაბის განსაზღვრა
- გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკის შეფასება
კალციუმის ინდექსის განსაზღვრა ეხმარება ექიმს, პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეარჩიოს ოპტიმალური მკურნალობის ტაქტიკა.
კვლევის შედეგების შეფასება:
კალციუმის ქულა | კარდიოლოგიური დაავადების განვითარების რისკი 10 წლის განმავლობაში | რისკის ინტერპრეტაცია |
0 | < 1% | ძალიან დაბალი |
1 – 99 | 4% | დაბალი |
100 – 399 | 13% | საშუალო |
400 და მეტი | 24% | მაღალი |