თქვენ, თქვენი პროფესიონალიზმით,მაჩუქეთ სიცოცხლე და მე შევძლებ ოჯახში დაბრუნებას, შვილების, შვილიშვილების, მეუღლისა და მოხუცი დედის მოფერებას, რომლებიც ასე მელოდებიან

თქვენ, თქვენი პროფესიონალიზმით,მაჩუქეთ სიცოცხლე და მე შევძლებ ოჯახში დაბრუნებას, შვილების, შვილიშვილების, მეუღლისა და მოხუცი დედის მოფერებას, რომლებიც ასე მელოდებიან

Соvid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მთლიანად შეცვალა მსოფლიო, საქართველი, ჩვენი ოჯახები, ურთიერთობები და ა.შ. პირველი და მთავრესი გახდა ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ის ადამიანები, ვინც მის სადარაჯოზე ხართ!

 

არ ვიცი, რამ განაპირობა ჩემი ასეთი დარწმუნება, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ არ დამემართებოდა COVID-19 ან ძალიან ადვილად გადავიტანდი :) თუმცა დაინფიცირების შემდეგ მივხდი, რომ ვიყავი ძალიან ავად და ექიმების დახმარების გარეშე გამიჭირდებოა გადარჩენა.

 

ყველასთვის ცნობილია იმ მძიმე პირობების შესახებ, რომელიც არსებობს ცნობილ COVID ცენტრებში და მჯეროდა, იქ მოხვედრის შემთხვევაში, ნაკლები შანსი მექნებოდა გადარჩენის, მაგრამ მოხდა სასწაული: მეგობარმა მითხრა, არ ინერვიულო, ჩაფიძის გულის ცენტრში არის COVID განყოფილება გახსნილი, სადაც სათანადოდ გიმკურნალებენო. ჩემს ბედზე, საავადმყოფოში მოიძებნა დასაწოლი ადგილი და დამაწვინესპირველივე წუთიდან, გაოცებული დავრჩი გუნდის პროფესიონალიზმით და შერწყმული მუშაობით (არავინ თქვას, რომ საქართველოში ნაკლები პროფესიონალიზმია და კადრების გასაჭირია! ჩაფიძის კლინიკამ როგორ მოაგროვა ეს მარგალიტები!!!) საავადმყოფოში დამხდა არაჩვეულებრივი, სიმპატიური და პროფესიონალი COVID დეპარტამენტის უფროსი ლელა კოპალეიშვილი, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ მთელი კომპეტენტური გუნდი (ექიმები, ექთნები, სანიტრები და ..) იბრძოდა ჩემს და იქ მყოფი ყველა პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად, ჩუმად, წყნარად, მაღალი პროფესიონალიზმით! სამწუხაროდ, ყველა ეკიპირებულია და რთულია მათი სახეებისა და სახელები დამახსოვრება, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს! ესინი არიან აკად. . ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის გმირები, ძლიერი, შემდგარი პროფესიონალების გუნდი, რომელიც მუშაობს შვეიცარიული საათივით, რომელიც თავის საქმეს აკეთებს დღეღამე და არაფერი ეშლება (სხვა საავადმყოფოში მითხრეს ცუდი ვენები გაქვსო, როცა ვერ ახერხებდნენ მასში შესვლას:) ბუნებრივია, ეს ასე არის, 1 კვირაა ვწევარ საწოლში, უამრავი გადასხმა გამიკეთეს და სისხლი ამიღეს, ყოველგვარი სილურჯის გარეშე!)

 

თქვენ, თქვენი პროფესიონალიზმით, სწრაფი ქმედებით (მოგვიანებით გავიგე რაოდენ მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვარ!) მაჩუქეთ სიცოცხლე და მე შევძლებ ოჯახში დაბრუნებას, შვილების, შვილიშვილების, მეუღლისა და მოხუცი დედის მოფერებას, რომლებიც ასე მელოდებიან.

 

ძალიან მინდა, რომ ასეთ ღირსეულ გუნდს, ჰქონდეს ღირსეული პორობები, შესაბამისი ანაზღაურებით!!! თქვენმაგალითზე და გამოცდილებაზე უნდა იყოს აგებული საქართველოს ჯანდაცვის სისტემა!!! კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ჩემი სიცცხლის გადარჩენისათვის! თქვენ ხართ საქართველოს ირები ამ ვირუსთან ბრძოლაში და მინდა ჩემს ქვეყანას ბევრი თქვენნაირი თავდადებული ადამიანი ვუსურვო!!!

 

დიდი პატივისცებით, თქვენი ერთგული პაციენტი - ალა კახნიაური.

 

25 აგვისტო,2021 წელი.


P.S. 

არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება თქვენი გუნდის წინაშე, მე ვარ ადვოკატი, სამქალაქო დარგის სპეციალისტი და მზად ვარ დაგეხმაროთ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში ჩემი კომპეტენციის ფარგლებში

დაგვიმეგობრდით

trance