გვესაუბრება "ჩაფიძის გულის ცენტრის“ რეაბილიტოლოგი, შოთა ბზარაშვილი, რომელმაც კოვიდპაციენტებისა და არამარტო მათთვის სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშების პროგრამა შეიმუშავა:
2020 წელს "ჩაფიძის გულის ცენტრში“ ბირმინგემის უნივერსიტეტთან თანამშღომლობით, ფილტვის რეაბილიტაციის პროგრამა ჩატარდა, რომელიც რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშებსა და საგანმანათლებლო სესიებს ითვალისწინებდა. პროგრამის დასაწყისში ყველა პაციენტს ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა და სიარულის ტესტით შეფასდა მათი გამძლეობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ორთვიანი რეგულარული ვარჯიშების შემდეგ, რომლებიც კვირაში 2 დღე ტარდებოდა, პაციენტების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ამავე პროგრამის ფარგლებში ბრიტანელ კოლეგებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის და მუშაობის ფონზე, საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება მივიღეთ. "ჩაფიძის გულის ცენტრში“ კი ფილტვის რეაბილიტაციის ახალი პროგრამა დავნერგეთ.
როგორ და რაში ეხმარება თქვენ მიერ შემუშავებული ვარჯიშები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს?
- კოვიდ-19, უმეტეს შემთხვევაში, სუნთქვის გაძნელებითა და პნევმონიით ხასიათდება, სწორად შერჩეული ვარჯიშების კომპლექსი კი ფილტვების ვენტილაციას აუმჯობესებს და აძლიერებს ტორსის იმ კუნთებს, რომლებიც სუნთქვის ციკლის შესრულებაში მონაწილეობენ. საერთოდ, არამხოლოდ კოვიდ-პაციენტებმა, არამედ ყველამ უნდა იცოდეს - სწორი სამკურნალო ვარჯიშების რეგულარული შესრულება სუნთქვასა და ზოგადად ფიზიკურ მდომარეობას აუმჯობესებს!
კოვიდ 19 - კომპლექსური ვარჯიშების გავლენა დადებით გამოსავალზე
უცვლელად გთავაზობთ გაზეთ ასავალ-დასავალში (N35) გამოქვეყნებულ სტატიას:
"ჩაფიძის გულის ცენტრი" კოვიდპაციენტებს კოვიდპაციენტებს სთავაზობს უნიკალურ ვარჯიშებს, რომლებიც ფილტვების ვენტილაციას აუმჯობესებს და კორონავირუსით ინფიცირებულს სუნთქვის გაძნელებისგან იცავს. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი კორონავირუსის ერთ-ერთი პირველი სამიზნე სწორედ ფილტვებია და კოვიდით დაავადებული პაციენტების ნაწილი ლამის გაგუდვამდე მისული სუნთქვის უკმარისობით იტანჯება, თამამად შეიძლება ითქვას "ჩაფიძის გულის ცენტრში" შემუშავებულ კომპლექსურ ვარჯიშებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!