სიცოცხლე მშვენიერია მისი დაკარგვის შიშის გარეშე

სიცოცხლე მშვენიერია მისი დაკარგვის შიშის გარეშე

"ჯანმრთელობის მხვრივ ჩემი პრობლემები 5 წლის წინ დაიწყო. მანამდე ვცხოვრობდი ჩვეულებრივ, როგორც ყველა ჩემი თანატოლი ჩემ ირგვლივ. ერთ დღესაც კი - უჰაერობამ, ადვილად დაღლამ და ღამით ძლიერი გულისცემით გაღვიძებამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

მივედი ექიმთან, რომელმაც გლანდების ოპერაციის გაკეთება მირჩია, გავიკეთე, თუმცა არაფერი შეცვლილა. შემდეგ წავედი თელავში, კარდიოლოგთან, რომელმაც ექოკარდიოფრაფია გადამიღო და თბილისში, "ჩაფიძის გულის ცენტრში" მირჩია წამოსვლა. 

ჩამოვედი რადიოლოგ გერმანე ლომთათიძესთნ, რომელმაც სარქვლის ნაკლოვანება და აორტის ანევრიზმა დამიდგინა. მერჩია დინამიკაში დაკვირვება, დავდიოდი კონტროლზე თუმცა 2018 წლის 24 აგვისტოს ოპერაცია გახდა საჭირო...

ოპერაცია იყო საკმაოდ რთული, თუმცა ზვიად ბახუტაშვილის და ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.  

მას შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ, შიში იმის, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს ცუდად გავხდე და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, აღარ მაქვს, რისთვისაც დიდი მადლობა გულნარა ჩაფიძეს, ზვიად ბახუტაშვილს, გერმანე ლომთათიძეს, ეკატერინე საყვარელიძეს და ყველას, ვინც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა, სიცოცხლე, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს და რომელშიც მისი დაკარგვის შიშის ადგილი არ არის."

ლექსო ჩხუტიაშვილი უქვე წელიწადნახევარია რაც ესპანეთში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და სამშობლოსთან ყოველდღიური კონტაქტი ტელეფონის და ინტერნეტის (სოციალური ქსელის) საშუალებით აქვს. ერთ დროს "ჩაფიძის გულის ცენტრის" ქირურგიის დეპარტამენტის პაციენტი აქტიურად ადევნებს თვალს ცენტრის მიერ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით გავრცელებულ  ინფორმაციებს  და თავადაც გაუჩნდა სურვილი შესაძლებლობა გამოიყენოს და საკუთარი გამოცდილება სხვა პაციენტებსაც გაუზიაროს.

#პაციენტისტორია#ჩაფიძისგულისცენტრი

დაგვიმეგობრდით

trance