ოთარ ჩოკოშვილი
ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი:
"დღეისათვის საქართველოში კოვიდ - 19 გავრცელების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება და დაავადების შემდგომი ტალღა უკვე დაიწყო, რასაც ადასტურებს დაავადების გავრცელების მაჩვენებლების მონიტორინგი. 14 დღიანია და 7 დღიანი დადებითობის მაჩვენებლები თითქმის 9 % უტოლდება.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველასთვის ცნობილია დაავადების პრევენციის გზები და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობა, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რაოდენობის მოსახლეობა აცრილი საქართველოში. ამჟამად საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 32.5%-ია მოცული ვაქცინით, მაშინ როდესაც სამიზნე არის 60%. აღნიშნულ ფონზე გარდაუვალია დაავადების შემდგომი გავრცელება, შესაბამისად კლინიკურად მძიმე და ლეტალური შემთხვევების მატება.
კოვიდ-19-ის მაღალი გავრცელების ფონზე ყველაზე დიდი რისკი აქვს სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებით კოვიდ კლინიკის და განყოფილების თანამშრომლებს, რომელთაც სპეციალური აღჭურვილობის გარეშე უწევთ მუშაობა პაციენტებთან. სწორედ ამ მომატებული რისკი გამო სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია სამედიცინო პერსონალის ეფექტური მომზადება ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად გასატარებლად.
"აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ საქმიანობის მთავარ პრინციპს სამედიცინო პერსონალისთვის და პაციენტისთვის ადექვატური და უსაფრთხოს გარემოს შექმნა წარმოადგენს. ცენტრი გამოირჩევა თანამედროვე, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც დაფუძნებულია ინფექციების პრევენციის და კონტროლის ეფექტურ სისტემაზე.
კოვიდ - 19 პირველი შემთხვევების დაფიქსირების დღიდან ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მის წინააღმდეგ ეფქტური პრევენციის და კონტროლის ღონისძიებების დანერგვას. პერსონალმა გაიარა სპეციალური მომზადება ინფექციის კონტროლის საკითებზე, ცენტრში შეიქმა კოვიდ - 19 სადიაგნოსტიკო ლაბორატორია. გამოიყო ინფიცირებული პაციენტების მიღების ზონები და გაიწერა კლინიკაში მათი შესაძლო გადაადგილების ზონები და საშუალებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოვიდ - 19 პრევენციის ღონისძიებების დაცვის მონიტორინგზე, საეჭვო პაციენტების დროულ დიაგნოსტიკასა და მენეჯმენტზე. მეორე ტალღის და კლინიკების გადატვირთვის ფონზე ცენტრში შეიქმნა კოვიდ -19 განყოფილება, რომელიც დღემდე წარმატებულად ემსახურება კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს.
ამავდროულად, "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ კვლავ წარმატებით აგრძელებს სხვადასხვა სიმძიმის კარდიოლოგიური პაციენტების მკურნალობას და უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო გარემოს. კოვიდ - 19 უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ პერსონალის 94% ვაქცინირებულია სხვადასხვა წარმოების კოვიდ - 19 ვაქცინით.
ცენტრის პერსონალს ჩუატარდა მრავალი ტრეინინგი და მაღალ დონზე ფლობს და იცავს კოვიდ - 19 პრევენციის უნარ - ჩვევებს. ცენტრის პერსონალმა კარგად იცის, რომ მხოლოდ ვაქცინა ვერ უზრუნველყოფს კოვიდ - 19 ინფიცირების სრულყოფილ პრევენციას, პაციენტებისთვის კოვიდ - 19 და სხვა ინფექციბისგან უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მისაღწევად აუცილებლად საჭიროა ინფექციის პრევენციის არასპეციფიური ღონისძიებების დაცვა. პერსონალი უზრუნველყოფს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ეფექტურ გამოყენებას, ხელების ჰიგიენის დაცვას, ცენტრში მოსული ყველა სტაციონარული და საეჭვო სიმპტომების მქონე ამბულატორიული პაციენტების დროულ გამოკვლევას კოვიდ -19. ამჟამად, პერსონალი აქტიურად არის ჩართული გრიპის გაქცინაციაში და 70 % პერსონალი უკვე აცრილია."