"მსურს სამადლობელი წერილი მივუძღვნა "ჩაფიძის გულის ცენტრის“ კოვიდ-განყოფილების უკლებლივ ყველა თანამშრომელს. ჩემი უზომო მადლიერების გრძნობის გამოსახატად ეს ძალიან მცირეა. ეს გახლავთ სამედიცინო დაწესებულება, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ
უკვე 16 დღეა ვცდილობ გავუმკლავდე ვერაგ ვირუსს ამ საოცრად კვალიფიციურ, მზრუნველ, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე პერსონალთან ერთად.
პირველივე დღიდან ქ-ნი ლელა კოპალეიშვილი, ქ-ნი თიკო ოდიშარია განსაკუთრებულად ზრუნავდნენ ჩემზე. არ დაუკლიათ არაფერი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, უკლებლივ ყველა - სანიტრიდან დაწყებული, უსაფრთხოების სამსახურით დამთავრებული, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო აღჭურვილობის გამო ვხედავ მხოლოდ თვალებს. თვალებს, რომლებიც უსიტყვოდ გეხმარებიან.
განსაკუთრებული მადლობა კი პატარა, ცქრიალა თვალება ნინო კიკვიძეს , რომელიც ძალიან მეხმარებოდა სწორად სუნთქვაში, დაუზარელად მედგა თავზე და მამხნევებდა. ასევე, ნათელა გაბრიაძეს და ყველას, ყველას!
აქ შრომობენ ძალიან ყურადღებიანი ექიმები, ექთნები და სანიტრები, თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თქვენ მე სიცოცხლე შემინარჩუნეთ.
წარმატებებს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ მთელი ჩემი მადლიერი გულით."
კოვიდ-განყოფილების პაციენტი
ლუიზა ყაზაიშვილი