ლელა კოპალეიშვილს და ნაია ამირანაშვილს

ლელა კოპალეიშვილს და ნაია ამირანაშვილს "საქართველოს ქალთა საბჭოს" მადლიერების სიგელი გადაეცა

"საქართველოს ქალთა საბჭომ“ "ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ კოვიდ-19 განყოფილების ხელმძღვანელს, ლელა კოპალეიშვილს და კარდიოლოგ ნაია ამირანაშვილს პანდემიის დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, საზოგადოებაში სიმშვიდისა და იმედის დამკვიდრებისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლიერების სიგელი გადასცა

“საქართველოში ქალთა საბჭოს“ საქმიანობის ისტორია 1921 წელს იღებს სათავეს და ლიდა გასვიანის, ვარო ჯაფარიძის, მარიამ ორახელაშვილის და სხვა, იმ დროისთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ქალბატონების სახელს უკავშირდება.

სხვადასხვა დროს ორგანიზაცია იბრძოდა ქალთა შრომის უფლებების დაცვის, ბავშვებისა და მოზარდების განათლების, სახელმწიფოს მმართველობაში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, პატიმარი ქალების რესოციალიზაციასა თუ დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის

დაგვიმეგობრდით

trance