ჟურნალისტი ნუგზარ ფოფხაძე საკუთარ სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან "ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში" კოვიდ-19-ის განყოფილების წარმატებული მუშაობის შესახებ გააკეთა
(იხილეთ ვრცლად: http://chapidze.ge/news/606--.html)
"მადლობა ბატონ თენგიზ ცერცვაძეს, ობიექტურობის, კოლეგიალური სოლიდარობისა და ადამიანური კეთილშობილებისთვის."ჩაფიძის გულის ცენტრის" ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი მე გახლავართ, თანამედროვე ტექნოლოგიებით, მედიკამენტებით და გაბედულებით ნამკურნალები! მის დიდ და ფანტასტურ კოლექტივს, საქართველოს ყველა ექიმთან ერთად, გაუმარჯოს!
მადლობა თქვენ ჩემი და ჩემი საძმოს ჯანმრთელობაზე საუკუნოვანი ზრუნვისთვის."