ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარებისა და ემოციური მხარდაჭერისთვის.

ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარებისა და ემოციური მხარდაჭერისთვის.

თამარ ჭიჭინაძე
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ფსიქოლოგი
კოვიდ-19 განყოფილების მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი

"კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით, რიგ შემთხვევებში, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტები სტრესით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. პანიკა, შიში, შფოთვა, დეპრესიული განწყობა, სიბრაზე, გაღიზიანებადობა, იმედგაცრუება...

"ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში“ პროტოკოლის მიხედვით, თავიდანვე აქტიური მუშაობა დავიწყეთ კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარებისა და ემოციური მხარდაჭერისთვის. რაც გულისხმობს - ფსიქოგანათლებას, შფოთვისა და სხვა ემოციების ნორმალიზაციას, სტრესის დაძლევის სტრატეგიების განხილვას, ადაპტაციაში დახმარებას და გამოჯანმრთელების პროცესში უშუალოდ პაციენტის აქტიურ მონაწილეობაში მხარდაჭერას.

მკურნალ ექიმებთან ერთად მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტის მიერ სტრესის დაძლევა გამოჯანმრთელების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას როგორც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ, ასევე გულის იშემიური დაავადების და გულის უკმარისობის მქონე, კარდიოქირურგიულ და სხვა, აღნიშნული სერვისის საჭიროების მქონე ყველა პაციენტთან“

დაგვიმეგობრდით

trance