2022 წლის 5-8 ოქტომბერს, მილანში, 3-წლიანი (კოვიდ-19-ის პირობებში) პაუზის შემდგომ, "ევროპის კარდიოთორაკალური ქირურგიის ასოციაციის“ კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ზვიად ბახუტაშვილი.
მოხსენება შეეხებოდა მის გამოცდილებასა და კონკრეტული შემთხვევის აღწერას ოზაკის ოპერაციის დროს (ოზაკის ოპერაცია აუტოპერიკარდით აორტის სარქვლის ჩანაცვლებას - აორტის სარქვლის რეკონსტრუქციას გულისხმობს), რომელიც 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა და ოქტომბრის დასაწყისში კონფერენციისთვის სწორედ ასოციაციის ხელმძღვანელობის თხოვნით, სასწრაფო წესით მომზადდა.
კონფერენციაზე ხაზი გაესვა ერთ საინტერესო და ძალიან სასიამოვნო სტატისტიკას - მსოფლიოში სულ 11 კარდიოქირურგია, რომელსაც 100-ზე მეტი კარდიოქირურგიული ოპერაცია აქვს ოზაკის მეთოდით გაკეთებული და მათ შორის საპატიო ადგილს ზვიად ბახუტაშვილი (127 ოპერაცია) იკავებს.