ქართული მედიცინის ისტორიული გზა

ქართული მედიცინის ისტორიული გზა

გამოიცა ავთანდილ ჯორბენაძის ნარკვევი - "ქართული მედიცინის ისტორიული გზა"

ელექტრონული ვერსიის სანახავად გახსენით - ბმული

"ძვირფასო მკითხველო,

ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო საზოგადოება, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე იყო და არის ჩვენი ერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი. ოდითგანვე ქართველი ექიმები ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. თავად ვარ მათი უანგარო და თავგანწირული მუშაობის მომსწრე 1990-იანი წლების დასაწყისში თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტების დროს. არანაკლებ რთული და საპასუხისმგებლო იყო სამედიცინო პერსონალის შრომა ამ საუკუნის უდიდეს პრობლემასთან - კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში.

ექიმები დღესაც ღირსეულად უმკლავდებიან თანამედროვე გამოწვევებს და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლისა და ჯამრთელობის შესანარჩუნებლად.

წინამდებარე ნარკვევით მსურდა, საზოგადოებისთვის შემეხსენებინა, რომ წარსული გამოცდილების ანალიზისა და საუკეთესო ტრადიციების ერთგულების გარეშე მომავალში წარმატების მიღწევა ძალზედ ძნელია.

მინდა უღრმესი პატივისცემა და განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო ქართველი ექიმების, ექთნების და ჯანმრთელობის სხვა პროფესიონალების უკლებლივ ყველა თაობის წარმომადგენელთა მიმართ და ვუსურვო მათ წარმატებები ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში.

გულწრფელად მჯერა, რომ წინაპრების ხსოვნას და მათი ღვაწლის აღიარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობებისთვის."

ავთანდილ ჯორბენაძე 

დაგვიმეგობრდით

trance