„Primary health care reforms in Georgia: the experience and chalenges“  საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

„Primary health care reforms in Georgia: the experience and chalenges“ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

ევროპულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Archives Balkan Medical Union” გამოქვეყნდა აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ჯორბენაძეს და მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას ნაშრომი

"Primary health care reforms in Georgia: the experience and chalenges“

იხილეთ სტატიის ბმული:https://umbalk.org/primary-health-care-reforms-in.../Jorbenadze A, Verulava T. Primary health care reforms in Georgia: the experience and challenges. Arch Balk Med Union. 2022;57(4):384-389. https://doi.org/10.31688/ABMU.2022.57.4.07.ჟურნალი "Archives Balkan Medical Union” ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 0.8იხ. https://www.scopus.com/sourceid/100850

პირველადი ჯანდაცვა განიხილება როგორც ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების ხარჯთეფექტური მექანიზმი, სადაც უმთავრესი აქცენტი კეთდება დაავადებების პრევენციაზე და ჯანმრთელობის ამაღლებაზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში დაწყებული რეორგანიზაციის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა სტაციონარულ მკურნალობაზე ორიენტირებული საბჭოთა მედიცინის რეორიენტაცია პრევენციასა და პირველად ჯანდაცვაზე. 

საქართველო წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, სადაც შემოღებულ იქნა პირველადი ჯანდაცვის მხარდამჭერი პოლიტიკა. შემუშავდა საოჯახო მედიცინის კონცეფცია. ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა პირველადი ჯანდაცვის დეპარტამენტი. ჩამოყალიბდა საოჯახო მედიცინის საზოგადოება. საოჯახო მედიცინა აღიარებულ იქნა აკადემიურ დისციპლინად და დაინერგა სამედიცინო სასწავლო პროგრამები. შემუშავდა პროგრამები, რომელთა მთავარ მიზანს შეადგენდა ექიმების გადამზადება ოჯახის ექიმებად. საბჭოთა პერიოდში საუბნო-ტერიტორიული პრინციპით მოწყობილი პირველადი ჯანდაცვა, სადაც  პაციენტს არ ჰქონდა ოჯახის ექიმის არჩევის უფლება, შეიცვალა თავისუფალი არჩევანის პრინციპით. შედეგად, პაციენტს მიენიჭა ოჯახის ექიმის არჩევის უფლება. პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციები დამოუკიდებელი იურიდიული პირები გახდნენ. სამედიცინო ორგანიზაციასა და ჯანდაცვის პერსონალს შორის ჩამოყალიბდა საკონტრაქტო ურთიერთობები. პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციების დასაფინანსებლად შერჩეულ იქნა სულადობრივი დაფინანსების მეთოდი, რაც ხელს უწყობდა ექიმებს შორის კონკურენციის გაზრდას, სამედიცინო დახმარების მაღალი ხარისხით ჩატარების სტიმულს. საქართველოში ჯანდაცვის რეფორმების დაწყებიდან 25 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ვერ შეიქმნა პირველადი ჯანდაცვის ეფექტური სისტემა. ამაზე მეტყველებს ოჯახის ექიმთან პაციენტების დაბალი მიმართვიანობა და დაბალი ნდობა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა უპირველესად უნდა ითვალისწინებდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას, რაც გულისხმობს ოჯახის ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობას, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ოპტიმალური გეოგრაფიული განაწილებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას, შრომის ნორმალური ანაზღაურების უზრუნველყოფას.

დაგვიმეგობრდით

trance