არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირება

არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირება

არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს გულზე, თავის ტვინზე, თირკმლებზე და სხვა ორგანოებზე.
ის არის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულისა და თირკმლების უკმარისობის განვითარებაში და აუცილებლად საჭიროებს როგორც რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას, ასევე სისტემატურ მკურნალობას.

ერთჯერადად დაფიქსირებული არტერიული წნევის მომატება, ფიზიკური ან ემოციური დაძაბვის ფონზე არ ნიშნავს არტერიული ჰიპერტენზიის არსებობას, მაგრამ იმისათვის, რომ დაისვას სწორი დიაგნოზი და შეირჩეს შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა ხშირად საჭიროა წნევის 24 სთ-იანი მონიტორინგის დანიშნვა ექიმი სპეციალისტის მიერ.

აპარატი, რომელიც მიერთებულია მანჟეტზე და თავსდება მკლავზე, ის 24 სთ-ის განმავლობაში გარკვეული ინტერვალებით ზომავს წნევას და ახორციელებს მის ჩაწერას. ჩაწერილი ინფორმაციის გაანალიზებით ხდება არა მხოლოდ წნევის მომატების ხარისხის, არამედ მისი ცვალებადობის დადგენა დღისა და ღამის (ძილის დროს) განმავლობაში. მისი საშუალებით შესაძლებელია ჰიპერტენზიის გართულებების რისკის შეფასება.

მონიტორირების აპარატი არის BTL-ის ფირმის, რომლითაც შესაძლებელია ამბულატორულად (დაპროგრამებული აპარატი უმაგრდება პაციენტს და მიაქვს თან) 24-48-საათიანი არტერიული წნევის მონიტორირება.

აპარატი არის პორტატული, მსუბუქი და კომფორტული. მონიტორირების პერიოდში პაციენტი არც ფიზიკურად და არც ემოციურად შეზღუდული არ არის.

დაგვიმეგობრდით

trance