ქოშინის გამომწვევი მიზეზები

ქოშინის გამომწვევი მიზეზები

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე


დისპნოე (ქოშინი) წარმოადგენს სუბიექტურ განცდას, რომელიც დაკავშირებულია სუნთქვის გაძნელებასთან. იგი, როგორც ფიზიოლოგიური მდგომარეობა ჩვეულებისამებრ აღმოცენდება რაიმე ტიპის ფიზიკური დატვირთვის შემდგომ და რამდენიმე წუთში გაივლის. თუ ქოშინი აღმოცენდება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ჩვეულზე ნაკლები ფიზიკური დატვირთვისას და გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე, იღებს რეგულარულ ფორმას, რამდენიმე დღის,  კვირის ან თვის განმავლობაში, და ადამიანს ურღვევს ჩვეული ცხოვრების რიტმს, ამ დროს ქოშინი გამოდის ფიზიოლოგიური საზღვრებიდან და იძენს დაავადებისათვის დამახასიათებელ თვისებას, ხდება სიმპტომი.


დისპნოე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს პაციენტების მიმართვისას, როგორც გადაუდებელი დახმარების ცენტრებში, ასევე ამბულატორიულად.


დისპნოეს გამომწვევ მიზეზთან შორის ყველაზე ხშირია შემდეგი კარდიოვასკულარული და პულმონოლოგიური დაავადებები:


  • გულის მწვავე და  ქრონიკული უკმარისობა;

  • მწვავე კორონარული სინდრომი;

  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

  • პულმონური ჰიპერტენზია;

  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

  • სარკოიდოზი;

  • ფილტვების ანთება (პნევმონია);

  • ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები;

  • ბრონქული ასთმა;

  • ქრონიკული ბრონქიტი;

  • ძილის დარღვევები(ობსტრუქციული ძილის აპნოე);

აღნიშნულ დაავადებათა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და ადეკვატური მკურნალობა პაციენტების ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრების გარანტიაა.



დაგვიმეგობრდით

trance