გულის სარქვლოვანი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა

გულის სარქვლოვანი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა

გვესაუბრება  "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ზვიად ბახუტაშვილი.

ზოგადად მედიცინა და მათ შორის, რა თქმა უნდა, კარდიოქირურგია ემსახურება სიცოცხლის გახანგრძლივებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

გულის სარქვლების ფუნქციის მოშლა არის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება, რომლის ქირურგიული მკურნალობისას უმეტეს შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. ეს ხერხდება დაავადებული სარქვლის ხელოვნური სარქვლით ჩანაცვლებისას.

ხელოვნური სარქვლები ძირითადად არის ორი ტიპის:

  • მექანიკური - რომლსაც აქვს თითქმის მუდმივი მუშაობის რესურსი, მაგრამ ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა, მუდმივად შედედების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების სახით;
  • ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული სარქველი, რომლის მუშაობის რესურსი შეზღუდულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
  • ზოგიერთ პაციენტებში არის მესამე შესაძლებლობა -საკუთარი სარქვლის აღდგენა, რაც შეუდარებლად უკეთესია თავის ხანგძლივი მუშაობის ხარისხით და რესურსით, პრაქტიკულადან შედედების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებას არ საჭიროებს.

ამ ტიპის ოპერაციები სტანდარტული ან მცირე განაკვეთით უკვე 15 წელზე მეტია ჩვენს კლინიკაში ტარდება წარმატებით და ჩვენმა გამოცდილებამ 700 ოპერაციას გადააჭარბა, რაც ერთ-ერთი  უდიდესი გამოცდილებაა საერთაშორისო მასშტაბის გათვალისწინებითაც.

ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტები უფრო სწრაფად უბრუნდებიან აქტიური ცხოვრების სტილს.  



დაგვიმეგობრდით

trance