"ჩაფიძის გულის ცენტრის" ენდოსკოპიური კაბინეტი

გვესაუბრება ლელა ჭანკვეტაძე- აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გასტროენტეროლოგი, ექიმი-ენდოსკოპისტი


" ჩაფიძის გულის ცენტრში" უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კაბინეტი, რომელიც  აღჭურვილია "OLYMPUS"-ის ფირმის თანამედროვე აპარატურით.

კაბინეტში ტარდება აბსოლუტურად ყველა, როგორც გასტროენტეროლოგიური, ასევე სასუნთქი გზების   ენდოსკოპიური კვლევები, მათ შორის:

  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;
კუჭის, საყლაპავისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება

  • კოლონოსკოპია;

მსხვილი ნაწლავის ტოტალური გამოკვლევა ანუსიდან ბრმა ნაწლავის და წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის ჩათვლით

  • სიგმოსკოპია;

მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნაწილების კვლევა  ელენთის კუთხემდე

  • რექტორომანოსკოპია;

სწორი ნაწლავის გამოკვლევა

  • ბიოფსია, დაავადებული ორგანოდან  მასალის აღება  მორფოლოგიური კვლევისთვის.

სასუნთქი გზების კვლევები გახლავთ  

  • ლავაჟური სითხის გამოკვლევა ( ბრონქების ნარეცხი სითხის აღება და კვლევა სხვადასხვა მიზნით)

  • ლარინგოსკოპია (ხორხისა და ხახის დათვალიერება   რომელიც ნაჩვენებია ხმის შეცვლის ყლაპვის გაძნელების  ყელში უცხოს ხეულის შეგრძნებისას)

  • ბრონქოსკოპია (ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების: ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია, რომელიც აღნიშნული ორგანოების ლორწოვანი გარსის დაავადებების გამოვლენას ითვალისწინებს)

 აუცილებლობის შემთხვევაში ბრონქოსკოპიასთან ერთად ტარდება ბრონქოგრაფიაც.

  • ბრონქოგრაფია- კონტრასტული რენტგენოგრაფიული მეთოდია, რომელიც ბრონქული ხის შენების დეტალურად შესწავლისა (განსაკუთრებით იმ განყოფილებების, რომლებიც ენდოსკოპიური კვლევისთვის მიუწვდომელია) და სუნთქვისას მისი მოძრაობის შეფასების საშუალებას იძლევა.

ენდოსკოპიური პროცედურები ძირითადად ტარდება უზმოდ, თავისუფალ კუჭზე, სთანადო მომზადების შემდეგ, რომლის პირობებს პაციენტი ეცნობა ექიმთან წინასწარი ვიზიტის დროს.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, ენდოსკოპიური პროცედურები ტარდება ანესთეზიით მაღალპროფესიონალური ანესთეზიოლოგიური სამსახურის მიერ.

დიაგნისტიკურ კვლევებთან ერთად ენდოსკოპიური სამსახური წარმატებით აწარმოებს ისეთი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას, როგორიცაა:

  • კუჭ- ნაწლავიდან უცხო სხეულების ამოღება;
  • გასტროდუოდენური სისხლდენის შეჩერება არაოპერაციული, ენდოსკოპიური მეთოდებით;
  • პოლიპების ამოკვეთა;
  • შევიწროებული ორგანოს სანათურის გაფართოება( ბუჟირება);
  • საყლაპავის სტენოზების დროს გასტროსტომის ფორმირება;
  • პილოროსუოდენური სტენოზების დროს საკვები ზონდების გატარება;
  • სასუნთქი გზების სანაცია;
  • ბრონქებიდან უცხო სხეულის ამოღება;
  • ტრაქეისა და ბრონქების გასუფთავება ჩირქისა და ლორწოსაგან;
  • ბრონქების გამორეცხვა და სამკურნალო ხსნარების შეყვანა (ანტიბიოტიკები, გლუკოკორტიკოიდები, მუკოლიზური საშუალებები, ნიტრიფურინები);
  • ბრონქის შევიწროებული სანათურის გაფართოება;
  • მცირე ზომის სიმსივნის მოშორება.

რამდენიმე წელია კლინიკაში დაინერგა ჰელიკობაქტერიის რესპირაციული ტესტირება, რომელიც  ყველაზე ზუსტად ადგენს მოცემულ მომენტში    ჰელიკობაქტერიებით ინვაზიის მაჩვენებელს ამოსუნთქულ ჰაერში.  

გასტროენეროლოგიური ჩივილების მიზეზების დადგენა ენდოსკოპიურ პროცედურებთან ერთად ხდება
ულტრაბგერითი(მუცლის ექოსკოპია), კონტრასული და არაკონტრასტული რენტგენოლოგიური, ლაბორატორიული,
მაღალტექნოლოგიური ე.წ კონტრასტული და არაკონტრასტყული 365 შრიანი კომოპიუტერულ ტომოგრაფიიული კვლევების დახმარებით


დაგვიმეგობრდით

trance