"ჩაფიძის გულის ცენტრის" თანამშრომლების ვიზიტი "ბად-კროცინგენის გულის ცენტრში"

"აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ უკვე დიდიხანია რაც გერმანიის წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობს, მათ შორის “Heart Center Bad Krozingen-თან.“

თანამშრომლობის ფარგლებში "ჩაფიძის გულის ცენტრის“ სამი თანამშრომელი: სამედიცინო კომიტეტის თავჯდომარე, ნატა ყაზახაშვილი, ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეონა გორგაძე და რეგისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი, მარიკა აღდგომელაშვილი "ბად-კროცინგენის გულის ცენტრში“ იმყოფებოდნენ,  სადაც კარდიოლოგიური დაავადებების მართვასა და მკურნალობაში დანერგილ სიახლეებს გაეცნენ.

აღნიშნული ვიზიტი ემსახურებოდა "ჩაფიძის გულის ცენტრსა“ და “Heart Center Bad Krozingen-ს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ჩვენი კოლეგების პროფესიული განვითარების სრულყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიზიტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

დაგვიმეგობრდით

trance