გვესაუბრება "ჩაფიძის გულის ცენტრის" ნეფროლოგი, გიორგი ფარქოსაძე
"აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში" მრავალფეროვან კარდიოლოგიურ სერვისებთან ერთად, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ფართო სპექტრის ნეფროლოგიური მომსახურებით.
კარდიო-ვასკულური დაავადებები ხშირ შემთხვევაში ასოცირებულია თირკმელების დაავადებებთან და პირიქით, თირკმლის დაავადებებიც წარმოადგენს კარდიო-ვასკულური დაავადებების განვითერების რისკებს, რაც წარმოადგენს ერთგვარ მანკიერ წრეს.
"ჩაფიძის გულის ცენტრში" შესაძლებელია თირკმელების მწვავე დაზიანების და ქრონიკულად მიმდინარე თირკმელების დაავადებების გამოვლენა, ასევე სრული კლინიკო-ბიოქიმიური და რადიოლოგიური კვლევების ჩატარება, რათა დროულად იქნეს დიაგნოსტირებული თირკმლის პრობლემები და მოხდეს ადეკვატური მედიკამენტოზური თერაპიის შერჩევა.
კარდიო-ვასკულური, ენდოკრინოლოგიური, რევმატოლოგიური, აუტოიმუნური (არტ. ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, ჰიპერურიკემია და სხვ.) დაავადებები პოტენციურად წარმოადგენს თირკმელების ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების განვითარების რისკებს.
ადრეულ ეტაპზე თირკმელების ქრონიკული დაავადება მიმდინარეობს ლატენტურად, განსაკუთრებული ჩივილები არ ვლინდება, ასევე კლინიკური ნიშნები. როდესაც ხდება დაავადების მანიფესტირება, ხშირ შემთხვევაში ადეკვატური მკურნალობის ჩატარება დაგვიანებულია, ამდენად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების დროული გამოვლენა, ადეკვატური თერაპიის შერჩევა და შემდგომი მონიტორინგი.
"ჩაფიძის გულის ცენტრში" ასევე შესძლებელია, ჩვენების შემთხვევაში თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება (ინვაზიური პროცედურების, პოსტოპერაციული გართულების, თირკმელების მწვავე და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში).
სეანსები ტარდება "FRESENIUS"-ის ფირმის თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.