მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 5 მაისს ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე აღინიშნება.
წლევანდელი კამპანიის სლოგანია: "დააჩქარე ერთობლივი ქმედებები, გადაარჩინე სიცოცხლე- გაისუფთავე ხელები"
სამედიცინო პერსონალის მიერ ხელის ჰიგიენის 5 მომენტის ერთგულებამ 50%-მდე შეიძლება შეამციროს ინფექციური დაავადებების გავრცელება სამედიცინო დაწესებულებებში.
"ჩაფიძის გულის ცენტრი" უერთდება მსოფლიო კამპანიას- "გადაარჩინე სიცოცხლე, დაიცავით ხელის ჰიგიენა"