27 მაისიდან სასერთიფიკატო კურსი

27 მაისიდან სასერთიფიკატო კურსი "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" იწყება

სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტში იწყება

ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლა აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე: "ჯანდაცვის პოოლიტიკა და მენეჯმენტი"

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-543)

კურსზე განხილული იქნება საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;
  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.
  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები, ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ჯანდაცვის მარკეტინგი;
  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა;
  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;
  • საექთნო საქმე;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები;
  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
  • ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა.
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • ქეისების განხილვა; ინდივიდუალური პროექტის მომზადება

მოწვეული ლექტორები:

თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ოთარ ვასაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და უსწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კახაბერ ჯაყელი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;

იოსებ მამუკელაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, "საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე

ბახვა კიკილაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტი;

ოთარ ჩოკოშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ეპიდემიოლოგი.

დასაწყისი: 27 მაისი
დასასრული: 3 ივნისი
სალექციო დღეები: შაბათი, კვირა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები.

კურსზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:
http://chapidze.ge/aboutus/269--.html See less

დაგვიმეგობრდით

trance