იშემია ობსტრუქციული კორონარული არტერიების გარეშე

იშემია ობსტრუქციული კორონარული არტერიების გარეშე

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგი, თამარ სუხიაშვილი.


ჩვენ უამრავი პაციენტი გვხვდება მიოკარდიუმის ინფარქტით ან გულმკერდის არეში ტკივილით, რომლებიც კათეტერიზაციის ლაბორატორიაში გადაგვყავს და კორონაროგრაფია უტარდებათ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ვხედავთ, რომ პაციენტს არ აქვს ობსტრუქციული კორონარული დაავადება (ანუ დიდი სისხლძარღვების  ან ეპიკარდიალური კორონარული არტერიის დაზიანება), ან აქვს კორონარული არტერიების მსუბუქი  დაზიანებები. ასეთი პაციენტები ხშირად  არ  განიხილებიან, როგორც გიდ-ით(გულის იშემიური დაავადება) დაავადებულები, თუმცა პაციენტებს ტკივილი გულმკერდის არეში მაინც აღენიშნებათ. ასეთ ვითარებაში საქმე გვაქვს კორონარული დაავადების განსხვავებულ ფორმასთან, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 


 ამ მდგომარეობას ეწოდება INOCA ანუ იშემია ობსტრუქციული კორონარული არტერიების გარეშე. INOCA-ს შემთხვევებს ხშირად ვხვდებით. ის შეიძლება გამოწვეული იყოს მცირე კალიბრის სისხლძარღვების დისფუნქციით ან  სისხლძარღვების არაელასტიურობით განპირობებული. უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ასევე მათთან, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკ-ფაქტორები აქვთ.


ამჟამად მთელი რიგი მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც დაფუძნებულია უახლეს მეთოდებზე, თუკი დროულად მივმართავთ კარდიოლოგს და ჩავიტარებთ ადეკვატურ თერაპიას, ამ გზით შევძლებთ რეალურად შევიმსუბუქოთ სიმპტომები და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.

დაგვიმეგობრდით

trance