აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თერაპიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის შესახებ

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თერაპიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის შესახებ

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თერაპიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ვახტანგ ჭუმბურიძე.

 "ჩაფიძის გულის ცენტრის" პრიორიტეტს წარმოადგენს გადაუდებელი კარდიოვასკულური მედიცინა, რის გამოც არჩეული მიმართულება, კერძოდ, ქრონიკულად მიმდინარე თერაპიული პროფილის ავადმყოფთა თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ჩვენი ცენტრისთვის ინოვაციად მიგვაჩნია.


ცნობილია, რომ თანამედროვე კარდიოლოგიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს გულის დაავადებებთან დაკავშირებული მდგომარეობები, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ფილტვებისა და ღვიძლის  პათოლოგია, თირკმლის უკმარისობა, რევმატული და სისტემური დაავადებები და ა.შ.


ჩვენი დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობა მჭიდროად არის დაკავშირებული ახალი სამკურნალო საშუალებების კლინიკურ კვლევებთან, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი ცენტრის მაქსიმალურ ჩართულობას მედიცინაში არსებულ უკანასკნელ მიღწევებთან.


მსგავსი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ რიგი დაავადებების გამოვლენა და მათი თანამედროვე მკურნალობა.

ჩვენი პროფესიული ცოდნა 25–წლიან კლინიკურ გამოცდილებას  ეფუძნება, აგრეთვე სპეციალურ ცოდნას, რომელიც საჭიროა საერთაშორისო მულტიცენტრული, კონტროლირებადი კვლევების წარმოებისათვის.


დეპარტამენტში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს წლიურად 6-8 საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბის სამედიცინო კვლევა, როგორც კლინიკურ, ასევე ამბულატორიულ ავადმყოფებში.


დეპარტამენტის მუშაობა კლინიკური კვლევების ადეკვატური წარმოების თვალსაზრისით არაერთხელ არის შეფასებული საერთაშორისო აუდიტის მეშვეობით. ასევე ჩატარებულია ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექცია.  არცერთ შემოწმებას არ გამოუვლენია მნიშვნელოვანი ხარვეზები კლინიკური კვლევების წარმოების თვალსაზრისით.


დაგვიმეგობრდით

trance