"ფრაიბურგის უნივერსიტეტის ბად-კროცინგენის გულის ცენტრთან" 25 წლიანი თანამშრომლობა გრძელდება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრსა და “ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა ბად-კროცინგენის გულის ცენტრს“ შორის 25 წლიანი თანამშრომლობა გრძელდება.


"ჩაფიძის გულის ცენტრში“ ქართველი და გერმანელი სპეციალისტების შეხვედრა გაიმართა, სადაც  მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო კარდიოლოგიური დაავადებების მართვის საქმეში თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და პაციენტებისთვის უახლესი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.


შეგახსენებთ, რომ "ჩაფიძის გულის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლინიკებთან. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანიაში- "Herz-Zentrum Bad Krozingen“, ბად კროცინგენის გულის ცენტრთან მრავალწლიანი თანამშრომლობა. გერმანელ პროფესიონალებთან ურთიერთობით "ჩაფიძის გულის ცენტრში“ პირველი ქართულ-გერმანული ცენტრი დაარსდა. ბად-კროცინგენთან ერთად განხორციელებული პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო ერთობლივი საერთაშორისო სამედიცინო პროექტია, რომელიც დღესაც წარმატებით მიმდინარეობს.


ბად-კროცინგენის  კარდიოლოგების მონაწილეობით ახლო მომავალში "ჩაფიძის გულის ცენტრში“ რამდენიმე რთული კარდიოლოგიური დაავადების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა დაიწყება, რაც დიდად დაეხმარება პაციენტებს.


"ჩაფიძის გულის ცენტრში" საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ:

  • ბერნარდ გროცი- "ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა ბად-კროცინგენის გულის ცენტრის" ადმინისტრაციული დირექტორი 23 წლის განმავლობაში. "ჩაფიძის გულის ცენტრის" დიდი მეგობარი;
  • პროფესორი ფრანც იოსეფ ნოიმანი- "ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა ბად-კროცინგენის გულის ცენტრის" სამედიცინო დირექტორი. 

    კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის  მიმართულების ხელმძღვანელი ფრაიბურგის საუნივერსიტეტნო კლინიკა ბად-კროცინგენის გულის ცენტრში, პროფესორი შინაგანი მედიცინისა და გულ-სისხლძართღვთა დაავადებების მიმართულებით, კარდიოლოგი, ინტერვენციონისტი;

  • პიტერ ტოლენარი- სისხლძარღვთა ქირურგი, კარდიოქირურგი. დოქტორი პ.ტოლენარი "ჩაფიძის გულის ცენტრის" დიდი მეგობარი. მან ჩვენს ცენტრში 13 წელი იმუშავა. პროფესორ ზვიად ბახუტაშვილთან ერთად პიტერ ტოლენარმა "ჩაფიძის გულის ცენტრში" კარდიოქირურგიის განყოფილებას ჩაუყარა საფუძველი;

  • ალექსანდრე ჰენინგი- "ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა ბად-კროცინგენის გულის ცენტრის" ანგიოლოგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი;

  • ვერნერ ტომმი- "ფრაიბურგის საუნივერსიტეტნო კლინიკა ბად-კროცინგენის გულის ცენტრის" ინჟინერი. სამედიცინო ტექნიკის უბადლო სპეციალისტი.

დაგვიმეგობრდით

trance